14.03.2019 Author: admin 353

15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ქალწული
ჯანმრთელობა: 
შეეცადეთ, კუჭის ლორწოვანი გარსი არ გაიღიზიანოთ. უარი თქვით ცხარე, მჟავე და მარილიან კერძებზე და სიფრთხილით მოეკიდეთ მედიკამენტების მიღებას. თუ წამლის მიღება აუცილებელია, შეეცადეთ, დიდი რაოდენობით წყალი დააყოლოთ.
კარიერა: მთელი სამუშაო დღე თქვენს განკარგულებაშია. არავითარი ექსტრაორდინარული და მოულოდნელი არ გელით, ამიტომ შეგიძლიათ, უბრალოდ, დატკბეთ ოფისის მყუდროებითა და კიდევ ერთი განვლილი დღით.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს ძალიან უნდა, რომ გასიამოვნოთ, მაგრამ თქვენი სურვილების გამოცნობა ადვილი არ გახლავთ. მიანიშნეთ, რომ მისგან მეტის მიღება გსურთ, თანაც ეს ისე გააკეთეთ, რომ იდეის ავტორად საკუთარი თავი ჩათვალოს.

სასწორი

ჯანმრთელობა: 
კარგად დაფიქრდით, მართლა წარმატებულია თუ არა ჯანმრთელობის თქვენეული სტრატეგია. თუ აქამდე სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეთ, თვითმკურნალობას მოეშვით და ექიმს მიმართეთ.
კარიერა: სანამ იმაზე დაობთ, ვინ უნდა ითავოს მნიშვნელოვან სტუმრებთან შეხვედრის ორგანიზება, ღონისძიების დასაგეგმად საჭირო ძვირფას დრო კარგავთ. სანამ გვიან არ არის, ყველაფერს თავად მიხედეთ. შესაძლოა, ეს თქვენს მოვალეობებში არც შედის, მაგრამ საბოლოოდ, ყველა მადლობელი დაგრჩებათ.
სიყვარული: „მარტოა ადამიანებს შორის“ - ეს თქვენზეა ნათქვამი. საყვარელი ადამიანის გვერდითაც კი თავს ზედმეტად და უსარგებლოდ ჩათვლით. შეეცადეთ, საყვარელ ადამიანთან თქვენი განწყობის დემონსტრირება არ მოახდინოთ: შეიძლება ჩათვალოს, რომ თქვენი უგუნებობა მისი ბრალია. ის კი სრულიად უდანაშაულოა.

მორიელი

ჯანმრთელობა: 
ხვალ მორიელებს ენერგიის მოზღვავება შეაწუხებთ. შეეცადეთ, მოზღვავებული ენერგია სისულელეებში არ გაანიავოთ და გონივრულად დახარჯოთ.
კარიერა: ფრთხილად მოეკიდეთ ფულს, მით უმეტეს, თუ ეს თქვენი ფული არაა. ხვალ ქარაფშუტობისკენ ხართ მიდრეკილი, რაც უკიდურესად საშიშია.
სიყვარული: კარგი იქნება, თუ მოახლოებულ სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით, საყვარელ ადამიანს სიურპრიზს გაუკეთებთ. გახსოვდეთ, სიურპრიზი რომ კარგი გამოვიდეს, სერიოზულად მომზადება მოგიწევთ.

მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: 
ხვალ დიდია დაშავებისა და ტრავმირების შანსი, ამიტომ ფრთხილად და წინდახედულად იმოძრავეთ. ყველაზე მეტად კიბეებს უფრთხილდით და უპირატესობა ლიფტს მიანიჭეთ.
კარიერა: თქვენი უფროსის შეთავაზება თანდათან უფრო მიმზიდველად მოგეჩვენებათ. დაფიქრება გმართებთ, თორემ შესაძლოა, სიტუაცია მთლიანად გავიდეს კონტროლიდან. გაითვალისწინეთ, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ თქვენი მისაღებია.
სიყვარული: შეეცადეთ, მაქსიმალურად დარწმუნდეთ საკუთარ ძალებში. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დაიმსახურებთ საპირისპირო სქესის თქვენთვის საინტერესო პერსონის ყურადღებას. მოთმინებით აღიჭურვეთ და იმოქმედეთ.

თხის რქა

ჯანმრთელობა: 
ხვალ ფიზიკური არა, მაგრამ მორალური ჯანმრთელობა შეიძლება დაიზიანოთ. ჭორებმა, ტყუილებმა და არაკეთილმოსურნეთა მცდელობებმა შეიძლება მწყობრიდან გამოგიყვანოთ. თავს გაუფრთხილდით. 
კარიერა: სამსახურის გამო, რაღაც ცდუნებაზე უარის თქმა მოგიწევთ. შეეცადეთ, სურვილებს გაუმკლავდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უფროსთან სერიოზული პრობლემა გელით, რაც ნამდვილად არ გჭირდებათ.
სიყვარული: რატომღაც თქვენი პირადი ბედნიერება ცეცხლთანაა დაკავშირებული. შესაძლოა, მცირე დამწვრობა მიიღოთ და ისეთი ადამიანი დაგეხმაროთ, ვინც სამუდამოდ დაიდებს თქვენს გულში ბინას. გამორიცხული არაა, რომ სასიამოვნო საღამო გაატაროთ ბუხართან ან კოცონთან.

მერწყული

ჯანმრთელობა: 
ხვალ დიდი ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული არაა, ამიტომ ეცადეთ, თავი ინტელექტუალურ ფრონტზე გამოიჩინოთ.
კარიერა: სამსახურში მიღწეულმა წარმატებებმა შეიძლება, სიამაყესთან ერთად, ეგოიზმითაც აგავსოთ. ამასთანავე, ვარსკვლავების განლაგება თქვენს არაადეკვატურ ქცევას პროგნოზირებს. გაითვალისწინეთ, რომ უნდა ერიდოთ თანამშრომლებთან და საქმიან პარტნიორებთან კონფლიქტებს. იყავით კორექტული ხელქვეითებთან მიმართვისას.
სიყვარული: მერწყულებს ოჯახის წევრებთან კონფლიქტში მარცხი ელით. ისწავლეთ ღირსეულად წაგება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მტყუანი ხართ. მაშინაც კი, როცა თვლით, რომ მართალი ბრძანდებით, შეეცადეთ, ეს კორექტულად დაასაბუთოთ. „ისე იქნება, როგორც მე ვთქვი“ - ეს საუკეთესო მეთოდი არ არის ადამიანებამდე თქვენი სიმართლის მისატანად.

თევზები

ჯანმრთელობა: 
ხვალ შესაძლოა, ინტუიცია თქვენი საუკეთესო მრჩეველი გახდეს, მით უმეტეს, რომ გონებამ არაფერი იცის თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
კარიერა: სასურველია, აუცილებელ მინიმუმამდე დაიყვანოთ სამსახურში ყოფნის დრო და პირველი შესაძლებლობისთანავე, ოჯახის წევრებთან გაეშუროთ. ახლა თქვენ ოჯახსა და ახლობლებს იმაზე მეტად სჭირდებით, ვიდრე სამსახურს. 
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს ძალიან გაუჭირდება იმ აზრთან შეგუება, რომ თქვენ დამოუკიდებელი პიროვნება ხართ და სრული უფლება გაქვთ, საკუთარი სამყარო და ინტერესები გქონდეთ. ამის მიუხედავად, გირჩევთ, მტკიცედ დაიცვათ საკუთარი პოზიციები.

  • კითხვის გაგრძელება
New