14.03.2019 ავტორი: admin 1 368

23 წლის გოგო ტყუპებს ელოდებოდა, მაგრამ ექოსკოპიის შედეგმა ისეთი რამ აჩვენა, რომ გოგონამ ტირილი დაიწყო

ექოსკოპიის პასუხის გაგების შემდეგ გოგონა მოულოდნელად ატირდა. მისი გაგება ნამდვილად შეიძლება. აღმოჩნდა, რომ გოგონა არა ორს, არამედ სამ ბავშვს ელოდება. თუმცა ესეც არასწორი ინფორმაცია აღმოჩნდა. შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ ალექსანდრას მუცელში 4 ნაყოფი ჰყავდა.
ამასობაში მუცელი უფრო და უფროეზრდებოდა. ბოლო ულტრაბგერითმა გამოკვლევამ გოგონას საშვილოსნოში 5 ნაყოფი დააფიქსირა!
მშობიარობა ზაფხულში უწევდა. მიუხედავად მდგომარეობის სირთულისა, მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა.
ასე გახდა ალექსანდრა ერთ დღეში 5 შვილის – ერთი გოგოს და 4 ბიჭის დედა.
მშობიარობის დროს მამა სხვა ქალაქში იყო. ალექსანდრას ეგონა, რომ მეუღლე ვერ მოასწრებდა, ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მის გვერდით მდგარიყო. მაგრამ მან მოასწრო ჩამოსვლა და მათ ერთად გაიზიარეს ეს დიდი სიხარული.
“მთელი გზა ვტიროდი, რადგან მეგონა, ვერ მოვასწრებდი და გამოვტოვებდი პატარების დაბადებას”, – იხსენებს მამა.
ჩეხეთის რესპუბლიკაში ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ბუნებრივი გზით ერთდროულად 5 ახალშობილი გაჩნდა  ხუთივე ბავშვი დროული და ჯანმრთელი  დაიბადა
ეს არ არის ბავშვების ის რაოდენობა, რაზეც ოცნებობდა ახალგაზრდა წყვილი. თუმცა ამბობენ, რომ არაფერზე არ გაცვლიდნენ ამ დიდ ბედნიერებას.
შანსი 5 ტყუპის ჩასახვისა, 47 მილიონიდან ერთს შეადგენს. თან ხუთივე დროული და ჯანმრთელი ახალშობილია. ეს ხომ ნამდვილი სასწაულია!

  • კითხვის გაგრძელება
ახალი