9.02.2019 ავტორი: admin 2 574

"აფროამერიკელი ბიჭი სწრაფად წამოიმართა და კარისკენ გავარდა... ძირს დავარდნილი ქალი დავინახე..." - რა მოხდა თბილისის მეტროში

წიგნს რომ ჩავხედავდი, ყველაფერი მავიწყდებოდა. ის იყო, მატარებელი "მარჯანიშვილზე" შევიდა და წიგნიც გადავფურცლე, რომ დავინახე, ეს დიდი ბოტასები როგორ სწრაფად წამოიმართა და კარისკენ გავარდა. თვალი გავაყოლე. ჯერ გავიფიქრე, ღმერთო ჩემო, ეს რა სიმაღლის კაცია მეთქი და დავინახე კიდეც, ხალხის გროვაში როგორ ჩაიხარა. ვითარება ჩოჩქოლად შევაფასე და მატარებლიდან სასწრაფოდ გამოვედი.

ძირს დავარდნილი ქალი დავინახე. აფროამერიკელმა ტანი გაუსწორა და პირის გაღებას შეეცადა.

ბნედა აქვს - წამოიძახა ვიღაცამ.

უცხოელი გრძელი და დახვეწილი ხელებით ძლიერად ცდილობდა პირის გაღებას. ნაქსოვქუდიან გოგონას ბოთლში წყალიც აღმოაჩნდა და ყურების დაზელვა დაუწყო.
ქალი გონს მალე მოეგო. ჯერ თვალები აქეთ-იქით ატრიალა. მგონი, იმის თქმა უნდოდა, სად ვარ, ან რა ხდებაო. მერე ოდნავ წამოიწია, დაინახა მოღიმარი უცხოელი და ქართულად ჰკითხა:

- კარგად ვარ?
-ქი, დეიდა, ქარგად ხარ. მანაც ქართულად უპააუხა.
- შვილო, ვინა ხარ?
- სამუელი.
- დედა გიხუტებდეს შვილო, რა ეროვნებისა ხარ?
- დეიდა, ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს? უთხრა მან, წამოდგა და ფართო ღიმილი გაისწორა.

გრძელი ბოტასები უკვე მშვიდად შევიდა ხელახლა ჩამომდგარი მატარებლის ვაგონში...

‪ადამიანისთვის‬ ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს?" - წერს ფოტოგტაფი. 

  • კითხვის გაგრძელება
ახალი