8.02.2019 ავტორი: admin 1 015

9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ლომი
მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. დღეს სადაც არ უნდა იყოთ, ყველგან გაიჩენთ მეგობრებს. დაოჯახებულმა ლომებმა საოჯახო საქმეები მეუღლესთან ერთად შეასრულეთ. საყვარელი ადამიანი თქვენი ერთგული მოკავშირე გახდება. 

ქალწული
დიდი ხნის უნახავ კოლეგებთან და მეგობრებთან შეხვედრის დღეა. დროსაც მხიარულად გაატარებთ და შეიძლება საქმიანი წინადადებებიც განიხილოთ. იყავით მეტად დაკვირვებული. გადახედეთ გეგმებს.

სასწორი 
ინტელექტის, შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მოგეცემათ. იყავით მეტად თამამი და ნუ მოგერიდებათ პირველი ნაბიჯის გადადგმის. წარმატებული დღე ელით სასწორ მამაკაცებს. 

მორიელი
გააუმჯობესეთ მეგობრული და ნათესაური კავშირები. შეიძლება დიდი ხნის უნახავ კლასელებს შეხვდეთ. ოჯახის წევრები თქვენი ჰობით დაინტერესდებიან და მის განვითარებაში დაგეხმარებიან. გაგიმძაფრდებათ ინტერესი მოგზაურობის, კომპიუტერული თამაშებისა და ტექნიკური საკითხებისადმი. 

მშვილდოსანი
გადაადგილებისა და შეხვედრების დღეა. წარმატება გელით გუნდური მოქმედების დროს. მართალია, კონკურენტობაც მოიმატებს, მაგრამ მეგობრულობა გაიმარჯვებს ყველგან. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. 

თხის რქა

მეტი მზრუნველობა გმართებთ შინაური ცხოველებისადმი. წარმატება ელით იურისტ, მედიკოს და პროგრამისტ ნიშნებს. ნუ გაგიკვირდებათ, თუ რჩევისთვის ყველა თქვენ მოგმართავთ. კარგი დღეა წვრილმანების, ოჯახში გამოსადეგი ნივთების შესაძენად. 

ახალი