30.12.2018 Author: roma 4 633

მაკა ჩიჩუა საკუთარ კაბებს თვითონ ხატავს - 13 საუკეთესო კაბა ყოფილი პირველი ლედის გარდერობიდან


21-ე საუკუნეში სილამაზისთვის უამრავი საშუალება არსებობს, თუმცა, ბუნებრიობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ამბობენ, რომ ყველა ქალი ლამაზია - თუმცა, ყველას არ აქვს ამ სილამაზის წარმოჩენის უნარი და განწყობა. 

ჩვენი ქვეყნის ყოფილ პირველ ლედის ამ მხრივ ნამდვილად გაუმართლა. ის არის ქალი, რომელიც შეუდარებელია, როგორც უბრალო შავ როლინგში, ასევე, ულამაზეს და სპეციალურად მისთვის შეკერილ კაბაში. 


მაკა ჩიჩუას ჩაცმულობამ გადაფარა ორი დღის წინ, ინაუგურაციაზე თვით ქვეყნის ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ჩაცმულობაც. 

გიორგი მარგველაშვილის მეუღლეს ინაუგურაციაზე თეთრი პალტო, შავი შარვალი და შავი როლინგი ეცვა. ხელზე კი შავი ტყავის ხელთათმანები ეკეთა, რამაც მის ლუქს განსაკუთრებული მომხიბვლელობა შემატა. 

თუ მაკა ჩიჩუას სამოსით ვიმსჯელებთ, მისი საყვარელი ფერებია შავი, თეთრი, წითელი და ოქროსფერი. 

ეს ფერები მას განსაკუთრებულად უხდება. მაკა ჩიჩუა ყოველთვის ცდილობს, ოფიციალურ შეხვედრებზე ეცვას მოკრძალებული და სადა სამოსი, რომელიც დიდი დეტალებით არ არის გადატვირთული. 

როგორც „რეიტინგს“ პრეზიდენტის ოჯახთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა, მაკა ჩიჩუა საკუთარ ჩაცმულობას მუდმივად დათუნა სულიკაშვილს ანდობს. ეს ამბავი ყველამ იცის, მაგრამ არავინ იცის, რომ მაკა ჩიჩუა საკუთარ სამოსს დათუნა სულიკაშვილთან ერთად თავად ქმნის. 

მაკა ხატავს, დათუნა კი მაკა ჩიჩუას ჩანაფიქრს და ნახატებს საბოლოო სახეს აძლევს. 




Rating

„რეიტინგმა“ მაკა ჩიჩუას საუკეთესო ლუქებს გადაავლო თვალი. ამ ლუქებით გიორგი მარგველაშვილის მეუღლემ თავი ყველას დაამახსოვრა. 




RatingRatingRatingRating

RatingRatingRatingRatingRating
მასალის გამოყენების პირობები

New