16.11.2018 ავტორი: kaxa 428

პატარები ნუ ნახავთ რეტრო ეროტიკა - გასული საუკუნის ეროტიკული ღია ბარათები +13


გასული საუკუნის დასაწყისში ფოტოგრაფია მჭიდროდ დამკვიდრდა ხალხის ცხოვრებაში. იმ წლებში კეთდებოდა არა მარტო ოჯახური პორტრეტები, არამედ ეროტიკული ფოტოებიც, რაც იმ ეპოქისთვის წარმოუდგენელი იყო. მართალია არ იყო ადვილად ხელმისაწვდომი მსგავსი ფოტოები, თუმცა ვისაც გაუმართლებდა და შეძლებდა მათ მოპოვებას, წარმატებით შეეძლო ქალის სხეულით ტკბობა.
თავდაპირველად, ეროტიკული ფოტოების გადაღების მოტივი იყო ქალის სხეულის ლამაზად წარმოჩენა და ითვლებოდა ხელოვნებად, თუმცა ისინი მალევე იქცა პროვოკაციულ ფოტოებად, რადგან მამაკაცებში აღფრთოვანების გარდა, სხვა სურვილებიც გამოიწვიეს.

image
ეროტიკა სექსუალური ემოციების გადმოცემის ხელოვნებაა. შედარებით ხშირად ეროტიკა გამოიხატება სახვითი ხელოვნების, ლიტერატურის, ფილმებისა და სიმღერების საშუალებით. ეროტიულ ნაწარმოებში მოქმედი პერსონაჟების ქცევა შესაძლოა დაკავშირებული იყოს სიყვარულთან, ან სექსუალურ ჟინთან. ეროტიკა – ტერმინი მოდის ბერძნული სიტყვიდან „ეროსი“, რაც სურვილს ნიშნავს. პორნოგრაფია (ძვ. ბერძ. πόρνη η – მეძავი, როსკიპი და ძვ. ბერძ. γράφω – წერა, დაწერა) –პირადპირი, ვულგარულ-ნატურალისტური გამოსახულება, ან სასქესო ორგანოებისა და სასქესო აქტის სიტყვიერი აღწერა სქესობრივი აგზნების მიზნით. პორნოგრაფია იდევნებოდა საუკუნეების მაინძილზე ეკლესიისა და ხელისუფლების მხრიდან.
ხშირად არჩევენ პორნოგრაფიასა (სექსუალური თემების ვულგარული ასახვა) და ეროტიკას(მხატვრული ასახვა). პორნოგრაფიისგან განსხვავებით ეროტიკა არ გულსხმობს სასქესო ორგანოებზე აქცენტირებას. ეროტიკაში მუდმივად არის დაუმთავრებლობის, სიუჟეტის დაუსრულებლობის განცდა. ეროტიკა ამავდროულად ყურადღებას უთმობს ადამიანთა შორის გრძნობიერ ასპექტებს, იყენებს რა სექსუალურ აქტს, როგორც ადამიანის სხეულის ესთეტიკის წარმოჩენისა და მოქმედი პირების სულიერი განცდების გამოსახვის საშუალებას.

გთავაზობთ გასული საუკუნის დასაწყისის ეროტიკულ ღია ბარათებს

imageimageimageimageimageimageimageimage

პოპულარული
240x400
ახალი