16.11.2018 ავტორი: tato 758

გარდაცვლილ დედაჩემს აუგად მოიხსენიებს და სახეზე შეფურთხებას არ ვაკმარებ...

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში თეატრმცოდნე დოდო ხურცილავას ინტერვიუს ეხმაურება:

„ამას გადაეცით:
1. არავინ მიგინებია მეჩითოვის გარდა
2. გარდაცვლილ დედაჩემს აუგად მოიხსენიებს კიდევ ერთხელ მაინც, თუნდაც ანდაზურქარაგმულად, და სახეზე შეფურთხებას არ ვაკმარებ
3. გაიხსენოს, 7 ნოემბერს 2007 წელს სად ეგდო - რ2ში და დარბევის გაპრავებით იყო დაკავებული, როგორც თოქშოუს პროდიუსერი
4. არარაობაა და ყ***ქალა“ - წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ თეატრმცოდნე დოდო ხურცილავამ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ნიკა გვარამიაზე ისაუბრა:

„ნიკა გვარამია რომ გვაგინებს, ეს მისი ოჯახიშვილობის მაჩვენებელია, მეტი არაფრის. თუ მაგას ჰქონია, მე რომ მაგინებს ჩემს დედას შეეხება, ძალიან შემცდარა. მინდა მას და მისი ოჯახის წევრებს შევახსენო ვაჟა-ფშაველას ერთი ცნობილი ლექსის დასაწყისი:

„მუტრუკი მიტომ მუტრუკობს, დედა ჰყოლია ვირიო“. ჩემი სიტყვები არ არის, ვაჟას სიტყვებია. ჩემს დედას ეგ ვერასდროს შეეხება, მაგრამ ვიღაც ადამიანებს ხომ ეს ძალიან აწუხებს, ზოგი თვლის, რომ დედას თუ შეაგინებენ, ფაქტობრივად, უნდა გაუსწორდე. მეც 
ვფიქრობ, რომ ასეა, მაგრამ ახლა... გვარამიაზე ხელის გასვრაც არ ღირს“ - განაცხადა დოდო ხურცილავამ.

პოპულარული
240x400
ახალი