15.03.2019 Author: admin 1 473

"ძალიან რთული მდგომარეობაა, სოფლის ბოლო დაიკავეს უკვე" - რას ჰყვება ხურვალეთის მკვიდრი რუს ოკუპანტებზე

სოფელ ხურვალეთის განაპირას, იმ ტერიტორიაზე, სადაც 7 თებერვალს დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა სამეთვალყურეო კოშკურა დაამონტაჟეს, ცოტა ხნის წინ შეიარაღებული ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განუცხადა, ჯერჯერობით მათი გამოჩენის მიზეზი უცნობია.

New