14.03.2019 Author: admin 352

15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესისჯანმრთელობისა და სიყვარულისმიმართულებით?!
ვერძი
ჯანმრთელობა: პერიოდულად შიმშილობა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მაგრამ არა იმ დოზით, როგორც გეგმავთ. შეეცადეთ, რომ ორგანიზმი არ გამოიფიტოთ, თორემ შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეგექმნათ.
კარიერა: ვარსკვლავები შრომით საქმიანობაში უდიდეს წარმატებას გიწინასწარმეტყველებენ. იმდენად გაგიმართლებთ, რომ თქვენი კოლეგები და კონკურენტები შურით გასკდებიან. თავადაც გაგიჭირდებათ იმის დაჯერება, რომ ყველაფერი, რაც თქვენს თავს ხდება, რეალობაა და არა სიზმარი.
სიყვარული: ხვალ თავს არაკომფორტულად იგრძნობთ და ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოს თქვენი ნაკლოვანებების აღმოსაჩენად, ვიღაც მიკროსკოპიდან გათვალიერებთ. თავად გადაწყვიტეთ, გინდათ თუ არა ისეთი ადამიანის გვერდით ყოფნა, რომელიც ნაწილ-ნაწილ შეგაფასებთ?

კურო
ჯანმრთელობა: ხვალ კუროებისთვის რეკომენდებულია ისეთი პროცედურები, რომლებიც ნერვებს დაგიწყნარებთ და სულიერ ჰარმონიას დაგიბრუნებთ. ასე რომ, შეარჩიეთ პროცედურა, რომელიც ყველაზე მეტად გესიამოვნებათ და მოდუნდით.
კარიერა: ვარსკვლავები რთულ დღეს, მძიმე საღამოს და არანაკლებ პრობლემურ ღამეს გიწინასწარმეტყველებენ. შეეცადეთ, შექმნილი სიტუაციიდან მაქსიმალური სარგებელი და უფრო მეტი სიამოვნება მიიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ დღის გახსენება სევდიანად მოგიწევთ.
სიყვარული: რატომღაც თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჩნდება შეგრძნება, რომ თქვენ არ ხართ მისი ოცნების ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდა. მისი სასწრაფოდ გადარწმუნება მოგიწევთ. თქვენ ხომ მშვენივრად იცით მისი სუსტი მხარეები? ჰოდა, გამოიყენეთ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში.

ტყუპები
ჯანმრთელობა: შეეცადეთ, გულმოდგინედ გარეცხოთ და დაამუშაოთ მარკეტში შეძენილი ხილი და ბოსტნეული, რადგან მხოლოდ ასე აიცილებთ თავიდან კუჭ-ნაწლავის სერიოზულ აშლილობას.
კარიერა: თქვენს ეფექტურად მუშაობაზე იმაზე ბევრად მეტი იქნება დამოკიდებული, ვიდრე, უბრალოდ, ხელფასი და რეპუტაციაა. იმედს ნუ გაუცრუებთ ადამიანებს და შეეცადეთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს მოუწევს თქვენს ზოგიერთ სტერეოტიპთან გამკლავება, რომელსაც მსოფლიოს მთელი სიმდიდრის ფასად არ ელევით, მაგრამ იქნებ დაფიქრდეთ, ღირს ეს ყველაფერი თქვენს მეორე ნახევართან ურთიერთობის გაფუჭებად?

კირჩხიბი

ჯანმრთელობა: 
ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შეიკავოთ ალკოჰოლის უმცირესი დოზის მიღებისგანაც კი, რადგან ეს ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. მიირთვით კეფირი და ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ ასე ნირვანის მიღწევა შეუძლებელია.
კარიერა: კარგი დღეა იმისთვის, რომ რაღაც ძალიან ძნელად მოსაპოვებლისთვის იბრძოლოთ. თქვენი შანსები ძალიან მაღალი იქნება, თუმცა ბრძოლის არატრადიციული მეთოდების გამოყენება მოგიწევთ.
სიყვარული: ეს დღე, მოტოციკლეტისტის საბედისწერო რბოლის მსგავსად, რისკიანი იქნება, თუმცა თქვენს ძალებში ბოლომდე დარწმუნებული ხართ. გჯეროდეთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანის სიყვარული ნებისმიერ ტყვიაგაუმტარ ჯავშანზე უკეთ დაგიცავთ.

ლომი

ჯანმრთელობა: 
ხვალ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ ცეცხლთან და ეცადოთ, დამწვრობა არ მიიღოთ. ამის გარდა, შესაძლებელია, კისრისა და თავის ტკივილებმა შეგაწუხოთ.
ბიზნესი: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მუშაობით არ გადაიღალოთ. თქვენ შეძლებთ, საზოგადოებას მეტი სარგებელი თქვენი თუნდაც გიჟური, მაგრამ ძალიან ორიგინალური იდეებით მოუტანოთ.
სიყვარული: ხვალ ლომების ოჯახურ ცხოვრებაში (განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში) შესაძლოა, სერიოზული ბზარი გაჩნდეს. სავარაუდოდ, მეგობრები და „კეთილისმსურველები“ თქვენს მეორე ნახევართან დაკავშირებულ არასასიამოვნო ინფორმაციას გაგიზიარებენ, მაგრამ ვარსკვლავები ამბობენ, რომ ეს „ცრუ განგაშია“ და ნერვიულობის მიზეზი არ არსებობს.