16.11.2018 ავტორი: kaxa 2 427

მღვდლის სამოსში ჩაცმული მამაკაცი ბავშვის გატაცებას ცდილობდა? - რას ამბობს შსს


სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ნინო ძოწენიძემ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ქუთაისში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, მღვდლის სამოსში ჩაცმული მამაკაცი ბავშვის გატაცებას ცდილობდა.

„ჩემმა მეგობარმა შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა. ორიოდე დღის წინ, ქალაქში, თუ არ ვცდები ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, დედას რამდენიმე წუთით შვილი თვალთახედვიდან მიემალა. დაიწყეს პატარას ძებნა, ხალხი შეშფოთდა. უეცრად დაინახეს, 3 წლის ბიჭუნასთვის მღვდლის სამოსში ჩაცმულ (თუ გადაცმულ) ახალგაზრდა კაცს ჩაევლო ხელი და სადღაც მიარბენინებდა. როგორც კი მიხვდა, რომ შენიშნეს, ბავშვი მიატოვა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ეს მოხდა ქუთაისში, დღისით, მზისით.მშობლებო,
ფრთხილად. საშიშროება ყველა მხრიდან გვიტევს. ადამიანი ყველაზე საშიში ცხოველი რომ არის, არ დაგავიწყდეთ!“, წერს ძოწენიძე. 

პოპულარული
240x400
ახალი