13.03.2019 Author: admin 795

(Exclusive) შორენა ბეგაშვილი მეფესთან რომანზე - "დაშორების შემდეგ ვიტირე, მეფე ჩემთვის ყველაფერი იყო და დარჩება"

ბაგრატიონების თემა დღეს ყველაზე აქტუალურია. სამეფო კარზე დატრიალებულ სკანდალებს ბოლო არ უჩანს. სხვათა შორის, გაზეთი „პრაიმტაიმის“ პირველი ნომერი, სადაც შორენა ბეგაშვილის და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სიყვარულის ისტორიაზე ექსკლუზიურად ვწერდით, მეორე ტირაჟით დავბეჭდეთ. 2009 წლის გაზაფხულზე, მეფის და მსახიობის ფარული რომანის შესახებ ინტერესი დიდი იყო. გაუხმაურებელი „ლავსთორის“ შესახებ საზოგადოებამ ჩვენი გაზეთის ფურცლებიდან შეიტყო. მაშინ შორენა ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებდა, დავითი - მით უმეტეს. რომანის დეტალებზე გვიყვებოდა ქალბატონი - შორენას გარემოცვიდან.
დღეს უკვე შორენას დავითზე საუბარი აღარ სურს.
მისი სახელის გაგონებაზე ტელეფონს თიშავს - „უფ, კაი რაა“ - სულ ეს იყო „პრაიმტაიმთან“ მისი კომენტარი.
ქორწინებისთვის გაყრილი წყვილები

New