16.11.2018 ავტორი: kaxa 6 726

ნახეთ ვისთან ცხოვრობს დათო გომართელი ცოლთან დაშორების შემდეგ ( + ფოტოები )


მომღერალ დათო გამორთელის ცხოვრებაში არის ადამიანი, ვინც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს მისი ნანატრი შვილი დაშაა.მართალია, დათო ცოლს გაშორდა და , თუმცა მასთან ცივილური ურთიერთობა აქვს.ხოლო, ვინ არის მისი ახალი სიყვარული , ვის გვერდითაც ბედნიერად ცხოვროს , როგორი ურთიერთობა აქვს შვილთან და რის გამო ფიქრობს , რომ მარტოხელა მებრძოლია , ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

-    შენს ცხოვრებაში იყო დიდი სიყვარული , ოჯახური თანაცხოვრება, ნანატრი შვილის დაბადება... თუმცა, ცოლს დაშორდი და ახალი სიყვარული იპოვე. ვიცი , ამ თემაზე არ 


საუბრობ , მაგრამ უნდა გკითხო , როგორ დამოკიდებულე გაქვს ყოფილ ცოლთან და შვილთან?
-    მე და მარისა დიდი ხანი ველოდით შვილს და ერთ დღესაც, ღმერთმა , დაშას სახით , დიდი საჩუქარი გაგვიკეთა. თუმცა , არასდროს არ უნდა თქვა არასდროს! მე და მარიშა გავშორდით, თუმცა დაშა ახლა დიდი გოგოა, 9 წლის და ძალიან ახლო ურთიერთობა გაქვს. ყველა ამბობს , დაშა შენ გგავსო, მაგრამ ცისფერთვალება , თეთრი , ქერა ბავშვია და მე ვერ ვიმსგავსებ (იცინის). თუმცა, ხასიათებით და მუსიკალური სმენით მგავს. სხვანაირი ბავშვია , დინჯი , წესიერი. ხატვა უყვარს და უნდა, რომ ვეტერინარი გამოვიდეს. მართალია , დედასთან ცხოვრობს, მაგრამ მის ცხოვრებაში ჩართული ვარ, მიმყავს სკოლაში, ვსეირნობთ, ვამეცადინებ , მესაიდუმლოება...ერთი დღე რომ არ ვნახო, ცუდად ვარ , ის ჩემი ცხოვრების მთავარი ქალბატონია. რაც შეეხება დაშორებას, მე არ ვარ ის კაცი, ცოლს მოვატყუო. შემიყვარდა სხვა ადამიანი და ტყუილში და გაურკვევლობაში ცხოვრებას მერჩივნა , როცა დრო და მომენტი დადგა, ცოლისთვის ეს ამბავი პირდაპირ მეთქვა.

Rating

-    ვინ არის ის ადამაინი , ვიცი სიყვარულის გამოც შენი ცხოვრება შეცვალე? სად გაიცანი და დღეს ერთად ცხოვრობთ?
-    ტატიანა ვოლიანსკაია, რვა წლით უმცროსია ჩემზე. პოლონური წარმოშობისაა, მოსკოვში ცხოვრობდა , თუმცა თბილისში გაიზარდა. პროფესიით დენტისტია, მაგრამ ახლა, არ მუშაობს. მე და ტატამ კახეთში გავიცანით ერთმანეთი და შეგვიყვარდა. დღეს ერთად ვცხოვრობთ.

-    ტატას და დაშკას როგორი ურთიერთობა აქვთ ? 
-    ძალიან კარგი.

-    მარიშასთან თუ გააწერე ხელი და როდის გეგმავ ახალი ურთიერთობის დაკანონებას?

-    მარისასთან ხელი გაწერილი არ მაქვს , თუმცა ვფიქრობ, ქაღალდზე ხელის მოწერა , ურთიერთობაში არაფერს არ ცვლის. მე, არ შემიძლია ტყუილში ცხოვრება და სხვასაც ვერ ვაცხოვრებ, ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი.ბევრი ოჯახი ვიცი, ვითომ ერთად არიან, ოჯახი ჰქვიათ და ფაქტობრივად , ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მე ესე არ შემიძლია, ჩუმად ესემესების წერას, ფარულად ტელეფონზე საუბარს, მირჩევნია სიმართლე ვთქვა. მარიშამ ეს ყველაფერი საღად მიიღო და დღეს ყოველდღიური, ცივილური ურთიერთობა გვაქვს.

Rating

-    ახალ სიყვარულთან ერთად საზოგადოებაში არ ჩანხარ. რატომ ? 

-    ჩვენ ყველგან ერთად ვართ. თუმცა, გააჩნია შეხვედრებს.

-    საყვარელ ქალს საჩუქრებით და სიურპრიზებით ანებივრებ? 
-    როგორც შემიძლია, ვანებივრებ. ქალი რომ ასიამოვნო და მისი გული მოიგო , ყველაფერი უნდა გააკეთო და გამიკეთებია (იცინის). საყვარელი ქალისთვის ოთახი ყვავილებით ამივსია, უცხოეთში გამიცილებია , მე ჩამისწრია და დავხვედრილვარ...ახლა ეს შეიძლება ბანალურად ჩათვალოს ვინმემ, მაგრამ მაშინ , „კაგებე“ უნდა ჩაგერია , რომ უცხოეთში ჩასულიყავი, მე ვახერხებდი (იცინის).


Rating

პოპულარული
240x400
ახალი