16.11.2018 ავტორი: tato 600

სკანდალური ინფორმაცია გუშინ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით

ზემო ფონიჭალაში, აფეთქებული საცხოვრებელი სახლის ყოფილი მდგმური აცხადებს, რომ ბინაში გაზთან დაკავშირებული პრობლემები თავიდანვე იყო."კარმა იყო დაზიანებული,10 თეთრიანით იყო დამაგრებული ფითილის ჩამრთველი, მეპატრონემ გამაფრთხილა არ მიეკარო რომ გამოძვრეს, მერე აპარებსო. გაზაფხული იყო და არ დამჭირვებია გათბობა. ღმერთს მადლობა მალევე შევიცვალე ბინა" - განუცხადა "პრაიმტაიმს" ბინის ყოფილმა მცხოვრებელმა ა.პ-მ.
გუშინ, 15 ნოემბერს, დაახლოებით დილის 11 საათზე, ზემო ფონიჭალაში, კორპუსის მესამე სართულზე აფეთქება მოხდა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია ახალგაზრდა ქალი, 9 თვის შვილთან ერთად. ასევე, მძიმე დაზიანებები მიიღო 4 ადამიანმა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანია. 28 ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა, თუმცა მერიამ მათი ბინებით დროებით უზრუნველყოფა გუშინვე მოახერხა.

პოპულარული
240x400
ახალი