15.02.2019 Author: admin 1 245

7 საინტერესო ფაქტი ქალის სხეულის შესახებ

ქალები ხშირად არიან უკმაყოფილონი თავიანთი სხეულის გარკვეული ნაწილებითა თუ ფიგურით. ყველაზე მიმზიდველ ქალსაც კი ათჯერ ათვალიერების შემდეგ შეუძლია წუნი დასდოს და გარკვეული ხარვეზი იპოვოს საკუთარ გარეგნობაში. თუმცა, გარეგნობის მიუხედავად, ქალი გაცილებით ამტანია, ვიდრე მამაკაცი და ამ ფაქტზე მრავალჯერ ისაუბრეს ექსპერტებმა. 
მოდით, ერთად გადავხედოთ იმ 7 ფაქტს, რომლებიც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ქალს და ეს ყველაფერი მამაკაცთან შედარებითია.
1. ქალის კისერი გაცილებით მოძრავია, ვიდრე მამაკაცის.
image

თუ ხართ დაკვირვებული ფაქტს, რომ დაძახებაზე ქალი უფრო სხარტად იხედება და თან მხოლოდ კისრის მოძრაობით, მამაკაცი კი უფრო მდორედ და მთლიანი სხეულის შემობრუნებით. აღნიშნული ფაქტი განპირობებულია კუნთების სტრუქტურით, რომელიც ქალებში გაცილებით ელასტიურია.

2. ქალებს უფრო კარგი სმენა აქვთ, ვიდრე მამაკაცებს.
image
ეს ფაქტი ევოლუციური პროცესის შედეგია. ქალების სმენა უფრო მგრძნობიარეა ხმაურის მიმართ და ქალს, ხმაურიანი მუსიკის მიღმაც შეუძლია ბავშვის ტირილის გარჩევა, რაც მამაკაცისთვის სრულიად შეუძლებელია.

3. ერთი მკერდი დიდია მეორეზე.
image

სრულიად სიმეტრიული მკერდი, არც ერთ ქალს არ აქვს, ერთი ყოველთვის დიდია მეორეზე, თუმცა ზოგის შემთხვევაში ეს ასიმეტრია აშკარა და შესამჩნევია, ზოგის შემთხვევაში კი, უმნიშვნელო.

New