14.11.2018 ავტორი: tato 2 434

მიხეილ ცაგარელის თქმით მეორე ტურში გამარჯვების მეტი შანში აქვს...

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს უწინასწარმეტყველებს.როგორვ მიხეილ ცაგარელმა "პრაიმტაიმთან" საუბარში აღნიშნა, 
„საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს აქვს ოდნავ მეტი შანსი და შესაძლებლობა ვიდრე გრიგოლ ვაშაძეს, თუმცა გარე ფაქტორებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთია, რას ამბობს კოსმოსი, მეორეა მოქმედების აქტიურობა, პიარ-კამპანიის ჩატარების უნარი და ა.შ. ხალხს გონია, რომ მარტო კოსმოსიდან რაც მოდის ის იქნება, კოსმოსი გვაძლევს ინფორმაციას, მაგრამ ადამიანებმა შეიძლება ის გამოიყენონ, ან არა. ბევრი რამ დამოკიდებულია საპრეზიდენტო კანდიდატების გუნდების მუშაობაზე, განსაკუთრებით პიარ-კამპანიის კუთხით, მაგრამ, დღესდღეობით წმინდა კოსმიური კუთხით თუ შევხედავთ, აქ ცოტათი წინ არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი“, -აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.

პოპულარული
240x400
ახალი