9.02.2019 Author: admin 1 058

ვინ არის მამაკაცი, რომელიც "ფეისბუქზე" პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველ კადრებს ავრცელებდა - შსს ინფორმაციას ავრცელებს

შსს-მ პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი მონაცემის გავრცელების საქმეზე FACEBOOK -ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს მოქალაქის სავარაუდო ვინაობა დაადგინა, რომელიც სომხეთის ერთ-ერთ ციხეში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.
"პალიტრანიუსი" აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ facebook-ის გვერდით- “buba lomtatidze” - ის სარეგისტრაციო სახელით, სავარაუდოდ, სარგებლობდა საქართველოს მოქალაქე დ.ი, რომელმაც სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარე წლის იანვარში, ინტერნეტ-სივრცეში არაერთხელ გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. 

New