9.02.2019 Author: admin 2 318

6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ყველაზე ძლიერი ინტუიცია აქვთ და ადამიანებს წიგნივით კითხულობენ

მათთვის, მხოლოდ ერთხელ შეხედვა საკმარისია, რომ თქვენს შესახებ ყველაფერი გაიგონ. თქვენ ამ ზოდიაქოს ნიშნებს მიეკუთვნებით? 
ინტუიცია შინაგანი ხმა არის, რომელიც ყველას აქვს, მაგრამ მისი მოსმენა ყველას არ შეუძლია. ხშირად საკუთარ ინტუიციას უგულებელყოფთ და შემდეგ ამის გამო ნანობთ. 
რაც უფრო მეტად განავითარებთ თქვენს მეექვსე გრძნობას, მით უფრო ზუსტი ინტუიცია გექნებათ. 
აი, 6 ზოდიაქოს ნიშანი ყველაზე ძლიერი ინტუიციით, რომელთაც წყალობით ადამიანების წიგნივით წაკითხვას ახერხებენ. 
ზოდიაქოს ნიშნების ინტუიცია: 

1.კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი) 

კირჩხიბის ინტუიცია გრძნობების შესანიშნავ გაგებასთან არის დაკავშირებული, სწორედ ამიტომ გასაოცარი არაა, რომ მას ძალიან მკაფიოდ გამოხატული შინაგანი ხმა აქვს. 
მას არა მხოლოდ ახლობელი ადამიანის განცდების ადვილად გაგება, არამედ სრულად უცნობი ადამიანის მდგომარეობის აღქმაც შეუძლია. 
კირჩხიბის ინტუიცია ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ადამიანებს მისთვის ფიქრების გაზიარება უადვილდებათ. ბევრმა იცის, რომ კირჩხიბი მის გაგებას ზედმეტი ახსნის აუცილებლობის გარეშე შეძლებს. 

2.თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი) 

კარგი ინტუიციის მქონე ადამიანი შემოქმედია, ხოლო თევზები ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი ზოდიაქოს ნიშანია. ძალიან ხშირად თევზები შთაგონებას სწორედ საკუთარ ინტუიციაში პოულობენ. 
უბრალოდ მეექვსე გრძნობას ენდობიან და ზოგჯერ ვერ ხვდებიან, თუ ასეთ გასაოცარ რამეს როგორ ქმნიან. 
სრულად უსარგებლოა თევზებს მათი შთაგონების წყაროს შესახებ ჰკითხოთ, რადგან ის იმდენად ღრმად, შიგნით იმყოფება, რომ ჩვეულებრივი ადამიანებს მისი აღება გაუჭირდება. თევზები ძალიან მგრძნობიარეები არიან და იციან, როდის რა უნდა მოხდეს. 

3.მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი) 

მორიელებს წარმოუდგენელი ინტუიცია აქვთ, განსაკუთრებით, როცა საქმე სხვა ადამიანებს ეხებათ. ისინი ტყუილს უბრალოდ გრძნობენ. როგორც არ უნდა ეცადოთ სიმართლის დამალვას, მორიელი სიმართლემდე მაინც მიაღწევს. 
მორიელმა საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ კარგად იცის და ადამიანების მოტივაციაში კარგად ერკვევა: რას აკეთებენ, რას ფიქრობენ და რატომ. 
მორიელის მოტყუებას ვერ შეძლებთ, რადგან მათ საკუთარი თავის მოტყუებაც არ შეუძლიათ.
მათი ინტუიცია იმდენად ძლიერია, რომ ზოგჯერ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენს ფიქრებს კითხულობენ. 

New