8.02.2019 ავტორი: roma 2 520

ჩაშლილი პირველი ღამე – 42 წლის პატარძალი ქალიშვილი არ აღმოჩნდა


– ჩემი ბიძაშვილი 46 წლისაა. 18 წლის ასაკში ცოლი მოიყვანა, მაგრამ ექვს თვეში დაშორდნენ. ორივე ბავშვი იყო და სახლობანას თამაში არ გამოუვიდათ. მშვიდად, წყნარად გაიყარნენ, ყოველგვარი აურზაურის გარეშე. ხუთი წლის შემდეგ ის გოგო მეორედ გათხოვდა და დღეს სამი შვილის დედაა. რაც შეეხება ჩემს ბიძაშვილს, ბიძაჩემმა გადაწყვიტა, თავის ერთადერთი შვილისთვის საფუძვლიანი განათლება მიეცა და რუსეთში, თავის ძმაკაცთან გაგზავნა. ირაკლი საკმაოდ ნიჭიერი კაცია, სამედიცინო სფერო აირჩია და კარგი ექიმია. წლების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში მუშაობდა. როგორც ვიცი, არაერთი წამყვანი კლინიკა სთავაზობდა დარჩენას, მაგრამ ბუნებით ისეთია, ერთ ადგილას დიდხანს ვერ ჩერდება. მსოფლიო მოიარა, მაგრამ ყველაზე დიდხანს მხოლოდ ორი წელი რჩებოდა. როგორც ვიცი, საქართველოდანაც ჰქონდა შეთავაზებები, მაგრამ ბოლოს მაინც კიევი აირჩია და ბოლო ხუთი წელია იქაა. სახლიც შეიძინა და კარგი სამსახურიც აქვს, მაგრამ, რასაკვირველია, მის მშობლებსა და ახლობლებს ირაკლის კარიერული წინსვლა არ აკმაყოფილებთ. სურთ რომ ოჯახი შექმნას და თან ცოლად აუცილებლად ქართველი ქალი მოიყვანოს. ირაკლი საქართველოში წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის, ყოველდღე რეკავს და როცა კი მოიხელთებენ, ყველა ამ თემაზე ელაპარაკება. მოკლედ, ამას წინათ, ირაკლი ჩვენი ნათესავის დაკრძალვისთვის ჩამოვიდა საქართველოში. დატრიალდა ნათესაობა, ამ ჯერზე მას ნამდილად აღარ გავუშვებთ ისე, რომ ერთი კარგი გოგო არ გავაცნოთო. ასეთი მცდელობები მანამდეც ჰქონიათ, თუმცა უშედეგოდ. ირაკლი მსგავს გარიგებებს არასოდეს აღიარებდა, რაც საახლობლოში დიდ გაღიზიანებას იწვევდა.

ახალი