14.11.2018 ავტორი: tato 7 118

ნინი ქარსელაძე ბერას: "მრცხვენია იმ სიბინძურის, რაც შენთვის ძალზედ მნიშვნელოვან დღეს მიიღე!"


მომღერალი ნინი ქარსელაძე ბერა ივანიშვილს საზოგადოებისგან მიღებული  კრიტიკის გამო ბოდიში უხდის.

„11 წლის მეგობრობის შემდეგ მხოლოდ ბოდიში მინდა მოგიხადო, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ. მე მრცხვენია იმ ადამიანების და კიდევ საშინლად მრცხვენია იმ სიბინძურის, რაც შენთვის ძალზედ მნიშვნელოვან დღეს მიიღე! მე ვიცი შენი ღირებულებები, შეხედულებები და დამოკიდებულება ბევრი რამის მიმართ! მხოლოდ ერთს გეტყვი, მიხარია რომ ჩემი მეგობარი ხარ",- წერს ნინი ქარსელაძე.

ბერა ივანიშვილი თავის ჯვრისწერასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა.მისთვის გაუგებარია კრიტიკოსთა პრეტენზიები დახარჯული სახსრების მოცულობასთან მიმართებაში, რადგან მისი თქმით, ოჯახის მატერიალური მდგომარეობა ქვეყნის ბიუჯეტსა და სახელმწიფო სახსრებს არ უკავშირდება.

პოპულარული
240x400
ახალი