მითი იმის შესახებ, რომ ყველაზე სასურველი ქალი შიშველია, დიდი ხანია დამსხვრეულია. სინამდვილეში ბევრი თანხმდება, რომ სწორად და "ეშმაკურად" შერჩეული ტანსაცმლით მამაკაცების მოხიბვლა უფრო ადვილია. მაგალითისთვის წარმოგიდგენთ ქალის 8 ტანსაცმელს, რომელთა წინაშეც საპირისპირო სქესის წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში "უძლურები" აღმოჩნდებიან.
1. მინი ქვედაბოლო
მინი ქვედაბოლო - ეს მამაკაცების მოსახიბლი ტრადიციული "იარაღია". ამასთან, საშუალებას იძლევა ადვილად ამოიცნო მატყუარა: თუ კაცი ამბობს, რომ არ მოსწონს მინი კაბა, ესე იგი იტყუება!
2. ფეხსაცმელი ე.წ. "შპილკა" ქუსლებზე
შეიძლება დაბალძირიანი "ბალეტკები" და კედები მოდაშია, მაგრამ იმაზე სექსუალური ხომ მაინც არაფერია, ვიდრე მაღალქუსლიან ფეხსაცმელში და სტილურ საოფისე ფორმაში გამოწყობილი ქალი.
3. კეპი
დამეთანხმებით, ერთ-ერთი ფენომენი, რომელიც მამაკაცებს განსაკუთრებით აღაგზნებთ, სპორტია. როცა კაცი ტელევიზორის წინ, ან თუნდაც სტადიონზე ზის და საყვარელი გუნდის თამაშს უყურებს, მას წინ ჭურვიც რომ აუფეთქო, ყურადღებას არ მიაქცევს. აქედან გამომდინარე, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს, მოსწონთ გოგოები, რომლებსაც სპორტული ტანსაცმელი აცვიათ, მაგალითად ე.წ. "კეპი" ახურავთ: ამით თითქოს მათთვის საყვარელი ორი რამ ერთად იყრის თავს.