18.01.2019 Author: roma 3 059

ამან ყველა გააოგნა – გიორგი გილიგაშვილის მოულოდნელი აღიარება სალომე ჭაჭუას შესახებ


სალომემ საკუთარ თავთან მუშაობა მასწავლა”
გიორგი გილიგაშვილის (რომელსაც მეტსახელითაც – “ჩემმა მზემ” იცნობენ) საუბრის მანერის, თანამედროვე ქართული ენისგან განსხვავებული ტერმინოლოგიის და სიდარბაისლის ფონზე, ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ თურმე, მეტყველებისას გიორგი სიტყვას – “სვეცკი” აქტიურად იყენებს. ამაში “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მისი მეწყვილე – სალომე ჭაჭუა გამოგვიტყდა… სალომესთან ერთად, გიორგი გილიგაშვილის პროექტში გამოჩენამ თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ მიერ შესრულებული პირველივე ნომერი საოცრად შთამბეჭდავი იყო. პარტნიორები თავს არ ზოგავენ, რომ მაყურებლებს მაქსიმალური შედეგი აჩვენონ…
“თავისუფალ ტურში” წყვილმა ვენური ვალსი შეასრულა…
ფოტოგალერეა
სალომე:
– “თავისუფალი ტური” – ეს არის, თუ როგორ ვხედავთ ჩვენს მეწყვილეს პროფესიონალი მოცეკვავეები. საერთოდ, ქორეოგრაფიის შექმნაში აქტიურად ჩართული ვარ. ამიტომ, ამ ტურის მოთხოვნას არ მივყევი. პირველი ტურიდან მოყოლებული, ჩვენ მიერ შესრულებული ყველა ნომერი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული იყო – დარგით, ხასიათით, შესრულებით და ა.შ. ვენური ვალსიც განსხვავებული ხასიათით წარმოვადგინეთ – უფრო მეტად ცხელი და ვარვარა.
– ანუ გიორგის ხედავ, როგორც ცხელსა და ვარვარას?

New