17.01.2019 Author: admin 965

ექვსი ადამიანი დაშავდა გორი-იგოეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, გორი-იგოეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათ ძირითადად კიდურების არეში აქვთ დაზიანებები.
გორი-იგოეთის მონაკვეთზე, სამ სხვადასხვა წერტილში ერთმანეთს 20-მდე ავტომობილი შეეჯახა.
მიზეზი გზაზე თოვლი და ლიპყინული გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

New