17.01.2019 Author: roma 2 748

“ჩემი დიდი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, გამაუპატიურა… სახლში ჩაკეტილიც ვყავდი” “ეს ისტორია დაიწყო, როდესაც 16 წლის ვიყავი, სკოლის მოსწავლე


30 წლის ნათია ხარატიშვილის ისტორიას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ეს ისტორია ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, როდესაც 16 წლის ვიყავი, სკოლის მოსწავლე. მე რაც გამოვიარე, ადევნება-თვალთვალის ალბათ კლასიკური მაგალითია. ვიღაც ტიპი პერმანენტულად უკან დამყვებოდა, ეს იქნებოდა სკოლისკენ მიმავალი გზა თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სახლიდან გამოსულს თუ დამინახავდა, მაშინვე ჩემს შორიახლო გაჩნდებოდა ხოლმე. ამას აკეთებდა პერიოდულად, ხანდახან თვეში ერთხელ, ხანდახან სამი თვეც არ ჩანდა. ერთი უბნელები ვიყავით და ჩემი უკან დევნა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. ხან მიზანმიმართულად იდგა და ელოდა, როდის გავივლიდი სკოლიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე, ხანაც შემთხვევით შემეფეთებოდა და ასე ამედევნებოდა ხოლმე.

New