16.01.2019 ავტორი: admin 252

"ექთანი მთელი ღამე უხელთათმანოდ მემსახურა... როცა ნახეს, ბრიტანეთის მოქალაქე ვარ, ირკვევა, რომ ორივე ფილტვი სუფთაა" - რას ჰყვება "რესპუბლიკურში" მისული ქართველი პაციენტი

ბრიტანეთის მოქალაქე ეკა ტიკარაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. ის „ნიუპოსტს“ უყვება, რომ რამდენიმე დღის წინ შეუძლოდ გახდა, სასწრაფო კი გამოძახებაზე არ მივიდა. რის შემდეგაც, რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკუთარი სახსრებით, ტაქსით მივიდა, თუმცა „ნამდვილი კოშმარი“ ამის შემდეგ დაიწყო.
ტიკარაძე ეჭვობს, რომ გრიპის ვირუსის ფონზე კერძო კლინიკები, სახელმწიფოს მხარადჭერით ადამიანის სიცოცხლით ვაჭრობენ და „ფულს აკეთებენ“.
„ოთხი დღეა არ ვარ კარგად, ნელ-ნელა უარესდებდა სიტუაცია. დაბალი სიცხეები და მძიმე ხველა.
წუხელ უკვე სასწრაფო გამოვიძახეთ, რომელსაც 6 საათი ველოდეთ და მერე გავაუქმეთ და ტაქსით ვისარგებლეთ.
სასწრაფო მარტო ზემოთ ნახსენები სიმპტომისთვის არ გამომოძახია. რატომღაც ჩემთვის ძალიან მაღალი წნევა მომცა. განსაკუთრებულად გულმა შემაწუხა (105ზე მქონდა გულის წევა). ლოგინიდან ვერ ავდექი, ამიტომ საკუთარი (ან ნებისმიერი) მანქანით ვერსად წავიდოდი. მინდოდა ადგილზე აღმოეჩინათ დახმარება, რაც არ მოხდა.

ახალი