16.01.2019 Author: admin 1 938

დიდი ცვლილებების დღე: რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 21 იანვარს

21 იანვარს მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა ერთდროულად მოხდება. ეს დღე განსაკუთრებით ემოციური იქნება და ბევრი თქვენგანისთვის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება.

მთვარის დაბნელება თქვენს ცხოვრებაზე გავლენას ან იმავე დღეს მოახდენს, ან 1 თვის თავზე.


ვერძი

მთვარის დაბნელება თქვენს შემთხვევაში მე-5 სახლში მოხდება. ამდაბნელებამშესაძლოა სიყვარული მოგიტანოთ. გელით სასიამოვნო პაემანი. ისეთი რამ მოხდება, რაც  ბედნიერებას მოგიტანთ. თუმცა მეხუთე სახლი საყვარლებს და სასიყვარულოსამკუთხედებსაცმოიცავს. თუ თქვენი პარტნიორიქორწინებაშია, მაშინ ურთიერთობა მოულოდნელად შეიცვლება. შეიძლება ეს ურთიერთობა დასრულდეს ან თქვენს სასარგებლოდ შეიცვალოს. საიდუმლოებები აუცილებლად გამჟღავნდება. შესაძლოა გაიცნოთ შვილიანი მამაკაცი/ქალი, რომელიცშეგიყვარდებათ. მოსალოდნელია სიურპრიზები შვილებისგან. თუ ხელოვნების სფეროში კერძო ბიზნესი გაქვთ ან ამ სფეროში საქმიანობთ, ეს დაბნელება წარმატებას და პოპულარობას მოგიტანთ.


კურო

ეს დაბნელება თქვენთვის დიდი ცვლილებების დასაწყისი იქნება. კუროს ზოდიაქოსნიშნისთვისდაბნელება მეოთხე სახლში მოხდება. შესაძლოა შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი. თუ აქამდე მშობლებთან ცხოვრობდით, მაშინ ამიერიდან ცალკე გადაწყვეტთ ყოფნას. თუ ქირით ხართ, შეიძლება მეპატრონემ ბინის გაყიდვადააპიროს. თუ თავად აქირავებთ სახლს, მაშინ ახალიმდგუმრებიგეყოლებათ. ასევე მოსალოდნელია უძრავი ქონების წარმატებით გაყიდვა/შეძენა. შესაძლოა მოულოდნელი ამბავი გაიგოთ საკუთარი მშობლების შესახებ. მოსალოდნელია ოჯახში მატება, ან ნათესავი ჩამოვა თქვენთან დასარჩენად. ასევე შესაძლებელია სახლიდან იმუშაოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, კუროსთვის 21 იანვრის დაბნელება მის ოჯახზე და საცხოვრებელ ადგილზე მოახდენს გავლენას.


ტყუპები

ტყუპებისთვის დაბნელება მე-3 სახლში მოხდება. ეს ურთიერთობების, შეხვედრების, ინფორმაციის და ნაცნობობის სახლია. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შეხვედრა ან რაიმე ახლის სწავლა, საგანმანათლებლო კურსის დასრულება და საინტერესო ინფორმაციის მიღება. შეიძლება ახალი ბიზნეს იდეა გაგიჩნდეთ. თუ წიგნს წერდით, მას აუცილებლად დაასრულებთ და გამომცემლობასთან ხელშეკრულებას გააფორმებთ. მოსალოდნელია მგზავრობა და მივლინებები. თუ უცხო ქვეყანაში წასვლა გსურთ, შესაძლოა ამ დღეს ვიზა მოგცენ. მე-3 სახლი სატრანსპორტო საშუალებებსაც მოიცავს. შესაძლოა ახალი ავტომობილი შეიძინოთ ან გაყიდოთ. 21 იანვრიდან 25 იანვრამდე კარგი პერიოდია მანქანის გასაყიდად. თუმცა ფრთხილად იყავით, შესაძლოა მანქანის ქურდობაც მოხდეს.

New