16.01.2019 ავტორი: admin 228

ძილში ნერწყვი გადმოგდით პირიდან? თქვენ წარმოუდგენლად გაგიმართლათ და აი, რატომ...

აღმოჩნდა, რომ ეს ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რა მდგომარეობაში გაქვთ ჯანმრთელობა...

ყველას გვსმენია, რომ სრულყოფილი ძილის გარეშე ადამიანის ტვინი არასრულყოფილად მუშაობს, ვერ ასწრებს ინფორმაციის გადამუშავებას და მოგონებების „დალაგებას“. 

როდესაც ადამიანები მუდმივ დისკომფორტს განიცდიან, ცუდი განწყობა და არასაკმარისი ენერგია აქვთ, შესაძლოა, მათი სხეული ძილის ახალ ფაზაში შევიდეს და მოულოდნელად ჩაეძინოთ ავტობუსში ან სამუშაო ადგილზე, რადგან გამოუძინებლობა ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითად აისახება. 

ნელი (ღრმა) ძილისა და პირიდან ნერწყვის გადმოსვლის ფაზა

ძილს რამდენიმე ფაზა აქვს. ძირითადი ფაზა ცნობილია, როგორც თვალების სწრაფი მოძრაობა (REM). ამ ფაზის დროს სხეული ღრმა ძილს ეტანება, რაც უმნიშვნელოვანესია ორგანიზმისთვის. ამ ეტაპზე ზოგიერთი ნეიროტრანსმიტერი იბლოკება, რათა გაითიშოს კუნთოვანი მოძრაობები, რომლებიც გვაიძულებს, გავიღვიძოთ კოშმარის ხილვის დროს. სწორედ ღრმა ძილის ფაზაში ხდება პირიდან ნერწყვის გადმოსვლა. 

ექიმ ხორხე აბელი სალინასას თქმით, ტვინის ფუნქციები ითიშება სრულყოფილი დასვენებისა და აღდგენისთვის. გარკვეული დროით ადამიანი წყვეტს ნერწყვის ყლაპვას და პირის ღრუში დაგროვილი ნერწყვი პირიდან გადმოდის. ბუნებრივია, როდესაც კარგად ისვენებთ, სხეული სრულიად დუნდება. ამ დროს უნებლიეთ ვაღებთ პირს და ნერწყვიც გამოსასვლელ გზას პოულობს. ეს ნიშნავს, რომ ძილის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. 

ახალი