16.01.2019 Author: admin 4 305

ჩაშლილი პირველი ღამე – 42 წლის პატარძალი ქალიშვილი არ აღმოჩნდა

მოგეხსენებათ, როცა მამაკაცი გარკვეულ ასაკს გადააბიჯებს, გარშემო მყოფები ერთი კითხვით აბეზრებენ თავს: ”ცოლი არ მოგყავს?” შინაური თუ ”გარეული” ამ თემით ისე ინტერესდება, თითქოს სხვა საფიქრალი არ ჰქონდეს. სხვის ცხოვრებაში ჩარევა ვერ მოვიშალეთ და ზოგჯერ ეს იმდენად მომაბეზრებელი ხდება, რომ შეიძლება უაღრესად მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანიც კი გამოვიდეს წყობიდან…
ნათია, 43 წლის:
– ჩემი ბიძაშვილი 46 წლისაა. 18 წლის ასაკში ცოლი მოიყვანა, მაგრამ ექვს თვეში დაშორდნენ. ორივე ბავშვი იყო და სახლობანას თამაში არ გამოუვიდათ. მშვიდად, წყნარად გაიყარნენ, ყოველგვარი აურზაურის გარეშე. ხუთი წლის შემდეგ ის გოგო მეორედ გათხოვდა და დღეს სამი შვილის დედაა. რაც შეეხება ჩემს ბიძაშვილს, ბიძაჩემმა გადაწყვიტა, თავის ერთადერთი შვილისთვის საფუძვლიანი განათლება მიეცა და რუსეთში, თავის ძმაკაცთან გაგზავნა. ირაკლი საკმაოდ ნიჭიერი კაცია, სამედიცინო სფერო აირჩია და კარგი ექიმია. წლების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში მუშაობდა. როგორც ვიცი, არაერთი წამყვანი კლინიკა სთავაზობდა დარჩენას, მაგრამ ბუნებით ისეთია, ერთ ადგილას დიდხანს ვერ ჩერდება. მსოფლიო მოიარა, მაგრამ ყველაზე დიდხანს მხოლოდ ორი წელი რჩებოდა. როგორც ვიცი, საქართველოდანაც ჰქონდა შეთავაზებები, მაგრამ ბოლოს მაინც კიევი აირჩია და ბოლო ხუთი წელია იქაა. სახლიც შეიძინა და კარგი სამსახურიც აქვს, მაგრამ, რასაკვირველია,...

New