16.01.2019 Author: admin 5 243

ნინი ქარსელაძე თხოვდება - მომღერალი დაინიშნა

სოც. მედია

ნინი ქარსელაძე პირდაპირი და გულახდილი რესპოდენტია, თუმცა, ერთადერთი, რაზეც ის არც ერთ ინტერვიუში საუბრობს, მისი პირადი ცხოვრება და გრძნობებია. 
თუმცა, ისევე როგორც ყველა გოგოს ცხოვრებაში, ნინის ცხოვრებაშიც არიან თაყვანისმცემლები და სასიამოვნო სიურპრიზები. 
"რეიტინგისთვის" რამდენიმე თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ ის შეყვარებულია და დაოჯახებასაც გეგმავს. თუმცა, თავად ნინიმ ამ ამბავზე საუბარი ჩვენთან არ ისურვა. 
როგორც ჩანს, ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია მართალია. გვიან ღამით ნინიმ ინსტაგრამზე ბეჭდის ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც გაჩნდა ეჭვი, რომ მომღერალი დაინიშნა. 

New