10.01.2019 ავტორი: admin 1 780

სოფო ნიჟარაძე ფეხმძიმედ არის? - „გოგოს ველოდებით, ჯულიეტა უნდა დავარქვათ“

დღეს „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემაში „შუადღე“ მხოლოდ ქართულზე სასაუბროდ გიორგი გაბუნია და თიკა ფაცაცია მიიწვიეს. წამყვანის შეკითხვას, თუ რა ცვლილებებია მოსალოდნელი ჟიურის შემადგენლობაში, გიორგი გაბუნიამ ყველასათვის მოულოდნელი პასუხი გასცა - არ ვიცით იქნება თუ არა სოფო ნიჟარაძე ჭიურიში, ვინაიდან ის ფეხმძიმედ არისო და აქვე დასძინა, რომ მამა თვითონ არაა. ისეთი დამაჯერებელი იყო „რუსთავი 2“-ის წამყვანი თავის განცხადებაში, ამბის გადასამოწმებლად სოფოს დავუკავშირდით. 

- სოფო, გიორგი გაბუნიამ დღეს „შუადღის“ ეთერში თქვენი ფეხმძიმობის ამბავი გაახმაურა...

- ბატონო? 

- პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ფეხმძიმედ ხართ და ამიტომ არ იცის, იქნებით თუ არა ლაივებზე ჟიურის წევრი...

- (იცინის) კი, კი, ფეხმძიმედ ვარ მისგან, პატარა ჯულიეტას ველოდები... 

- არა, მამობა იქვე უარყო გიორგიმ.

- ააა, უარყო? არის! ეგ არის მამა! გოგოს ველოდებით, ჯულეტა უნდა დავარქვათ (იცინის)... არ არის ნორმალური რაა!. რას გადამეკიდა, რა უნდა?!

ახალი