შორენა ბეგაშვილი საყვარელ მამაკაცთან ერთად დააფიქსირეს - ფოტოკოლაჟი


შორენა ბეგაშვილისა და ირაკლი ნანაძის ურთიერთობაზე კიდევ ჭორაობენ ქალაქში. როგორც ამბობენ, მათი ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ირაკლის ოჯახი ჰყავდა. იმასაც ამბობენ, რომ ირაკლის მეუღლე დიდი ხნის განმავლობაში ემტერებოდა ქართველ სექსსიმბოლოს და ერთხელ მას მანქანაც კი დაუმტვრია. 
ამ ზაფხულს შორენამ დაბადების დღეზე საყვარელი მამაკაცი გამოაჩინა. ირაკლი ნანაძემ გადაუხადა ქართველ ლამაზმანს დაბადების დღე მცხეთაში აუზზე, - „მცხეთა რივერსაიდი“ და მეგობრები და შოუბიზნესის ვარსკვლავებიც დაპარიჟა. საღამოს ფოიერვერკიც მოჰყვა. სწორედ მაშინ გავრცელდა ინფრომაცია, რომ შორენა ბეგაშვილი თხოვდება, თუმცა ქორწინების ბეჭედი ჯერ შორენას თითზე არავის უნახავს.
წყვილი ერთმანეთს აღარ მალავს. გუშინ ნოდიკო ტატიშვილის კლიპის პრეზენტაციაზე შორენა და ირაკლი ერთად მოვიდნენ და „პრაიმტაიმის“ ფოტოობიოექტივშიც მოხვდნენ.
ნახეთ ექსკლუზიური ფოტოები.

მოგეწონა?
გაუზიარე მეგობრებს!

კომენტარის დატოვება!