12.11.2018 ავტორი: kaxa 1 253

ბრიტანელი მამაკაცი საკუთარ დედაზე ქორწინდება მიზეზი ნამდვილად შოკისმომგვრელია


32 წლის ბენ ფორდი ცოლს გაეყარა იმის გულისთვის, რომ საკუთარ დედაზე დაქორწინებულიყო.
51 წლის კიმ უესტმა 33 წლის წინ აშშ-ში იმშობიარა, უარი თქვა შვილზე და ბრიტანეთში დაბრუნდა.
ბენ ფორდმა 30 წლის შემდეგ გადაწყვიტა ბიოლოგიური დედა მოეძებნა, მეტიც, როცა შეხვდნენ ერთმანეთს მათ ძლიერი ლტოლვა იგრძნეს ერთმანეთის მიმართ და ახლა აპირებენ დაქორწინებას. აღსანიშნავია, რომ ბენს ცოლი ჰყავდა და იმის გამო გაეყარა, რომ საკუთარ დედაზე დაქორწინებულიყო.
ამჟამად წყვილი ეძებს სუროგატ დედას, რადგან კიმს უკვე ასაკის გამო აღარ შეუძლია იყოლიოს შვილი ბუნებრივი გზით.

"ვიცი, როგორ ამაზრზენად გამოვიყურებით საზოგადოების თვალში, მაგრამ როდესაც სიყვარულია და ეს გრძნობა მთლიანად გშთანთქავს, მზად ხარ უარი თქვა ყველაფერზე, იბრძოლო მისთვის, ასეთი შანსი ერთხელ მოდის ცხოვრებაში და ბენთან ერთად არ გავუშვებთ ხელიდან არავითარ შემთხვევაში"-აღნიშნა კიმმა Mirror-თან საუბარში.
imageქალი აგრეთვე თვლის რომ შვილთან ურთიერთობა ინცესტად არ მიაჩნია, არამედ გენეტიკური სექსუალური მიზიდვის გამოვლინებად(Genetic Sexual Attraction, GSA)(ეს ხდება მაშინ, როდესაც ახლო ნათესავები, რომლებიც ადრეულ ასაკიდან დააშორეს ერთმანეთს, მომავალში უკვე ზრდასრულები ხვდებიან ერთმანეთს)
ამასობაში კი დედა -შვილის ისტორიამ მალე მთელი ბრიტანული პრესა და ინტერნეტგამოცემები მოიცვა.მომხმარებლები ერთსულოვნად კიმს და ბენს ამაზრზენ მანკიერ ავადმყოფებს უწოდებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ინცესტი კანონის მიხედვით დასჯადია, მაგალითად შტატ მიჩიგანში, საიდანაც არის ბენი, ინცესტზე 15 წელი ციხეა.
image

პოპულარული
240x400
ახალი