7.01.2019 ავტორი: admin 447

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ღორის გრიპთან დაკავშირებით სასწრაფო განცხადებას ავრცელებს

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი, საქართველოში გრიპთან დაკავშირებით აჟიოტაჟს ეხმიანება. როგორც ის წერს, გრიპი დიდი ხანია სასიკვდილო დაავადებაა და მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანი სწორედ ვირუსს ეწირება.

ის ამბობს, რომ მთავარი გრიპთან ბრძოლაში, პრევენციაა: ჰიგიენის დაცვა და ვაქცინის გაკეთება.
ექიმი ასევე წლების მიხედვით, გრიპით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ შარშან საფრანგეთში 13 000 გარდაცვალება სწორედ გრიპს უკავშირდებოდა.
“დიახ, გრიპი სასიკვდილო დაავადებაა. დიდიხანია. 1918-1919 წლებში ე.წ. ესპანურმა გრიპმა საფრანგეთში იმსხვერპლა 200 000 ადამიანი, მსოფლიოში კი 100 მილიონი. დიახ, მილიონი. შარშან საფრანგეთში 13 000 სიკვდილი გრიპს უკავშირდება. ყველაზე დიდი სიკვდილიანობა 2014-2015 წლებში იყო – 17500. ასე რომ რაიმე განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება. ვაქცინაცია ამცირებს დაავადების რისკს და სიკვდილიანობას, ეს ფაქტია. მე პირადად ყოველ წელს ვიკეთებ ვაქცინას. სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულოა. გრიპის მკურნალობა არ არსებობს. ანტიბიოტიკებს აზრი არ აქვს, თუ არ არის თანდართული ბაქტერიული ინფექცია. საჭიროა დასვენება, ბევრი სითხეების სმა და მე პირადად ვიტამინ C -ს მჯერა. და მთავარია პროფილაქტიკა. სხვებს არ უნდა გადასდო. ხვევნა პლოშვნის თავიდან აცილება, ხელების დაბანა, ერთჯერადი ცხვირსახოცების ხმარება. ცხადია ბანალური და მარტივია, მაგრამ საქართველოში განსაკუთრებით სერიოზულად არ უყურებენ პროფილაქტიკას, არადა ესაა მთავარი.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.. საახალწლო სუფრები, კორპორატივები, თეატრები, ეკლესია და ა.შ. გრიპის გავრცელების ძირითადი წყაროებია. ლუგარის ლაბორატორიის დამადანაშაულებელი მეგობრები იმედია არ მყავს,”- წერს რევაზ ბოჭორიშვილი.

ახალი