7.01.2019 Author: admin 3 658

"... ეს არის ხელოვნურად შექმნილი ეპიდემია" - გრიპის ვირუსით ჰოსპიტალიზებული 12 წლის ბავშვის დედა

გრიპის ვირუსით ჰოსპიტალიზებულ 12 წლის დათუნა ხიზანიშვილს სასიცოცხლოდ მძიმე მდგომარეობა აქვს. როგორც პედიატრიული პრივატ კლინიკის ექიმები ამბობენ, ბავშვის ორგანიზმის სიძლიერეზეა დამოკიდებული თუ როგორ დაემორჩილება მკურნალობას.
ბავშვის დედის, ჟურნალისტის ნინო გვაზავას თქმით, ვირუსი ერთი შეკრული ჯგუფის მიერ ორგანიზებული ხელოვნური ეპიდემია და ის მოითხოვს, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა შესაბამისი გამოძიება აწარმოონ. ამის შესახებ "პრაიმტაიმს" ნინო გვაზავამ განუცხადა.
"მაინტერესებს, საიდან აქვს დაავადებათა კონტროლს სტატისტიკური მონაცემები - როდის დაიწყება ვირუსული ეპიდემია, თუ ეს არ არის ერთი შეკრული ჯგუფის მიერ ორგანიზებული ხელოვნური ეპიდემია. მნიშვნელოვანია და სამწუხაროა, როცა ეს ხდება ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ხარჯზე. მით უფრო მომავალი თაობის. მე როგორც მსხვერპლს, დიახაც მაქვს უფლება მქონდეს ჩემი რეაქცია. მოვითხოვ, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა შესაბამისი გამოძიება დაიწყონ.
ჩემს შვილს დეკებრის შუა რიცხვებში შეხვდა ვირუსი, რომელმაც პნევმონია გამოიწვია, რასაც შემდეგ ლეოკოპენია დაგვერთო. სასიცოცხლოდ მძიმე მდგომარეობა აქვს, მათ შორის ჟანგბადის. როგორც ექიმები ამბობენ, ბავშვის ორგანიზმის სიძლიერეზეადამოკიდებული როგორ დაემორჩილება მკურნალობას. რაც შეეხება მედპერსონალს, მათ 24 საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა და სრულაიდ მობილიზებულები არიან. იმაზე მეტს აკეთებენ, ვიდრე ეს შეიძლება. დასვენების დღეებშიც კი მუშაობდნენ, მადლობა მათ", - განაცხადა ნინო გვაზავამ. 
 წყარო: primetime.ge

New