პირი, რომელმაც ექიმი სცემა, “ჩცდ”-ს მსახიობია – მსახიობის დედა, თიკა ჯამბურია და კლინიკის წარმომადგენლები დეტალებზე

თავდასხმა ექიმზე – მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოს ექიმს პაციენტი სასტიკად გაუსწორდა. ექიმს მიღებული ტრავმების გამო გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ინფორმაციას ამის შესახებ “რუსთავი 2” ამავე საავადმყოფოს ექიმზე, ნინო პოპიაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს. კონფლიქტი მედიკოსსა და პაციენტს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც პაციენტმა ექიმს ნარკოტიკული საშუალება მოსთხოვა, უარის შემდეგ კი მას სცემა. ღამით კლინიკაში პოლიცია იყო მობილიზებული.
რა უფლებით აბრალებენ, რომ ნარკოტიკული საშუალება მოითხოვა და ექიმი ამიტომ სცემა – წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში მომხდარ დაპირისპირებას პაციენტის დედა ეხმაურება. 
კლინიკაში პაციენტი საავადმყოფოს ექიმს სასტიკად გაუსწორდა. ექიმს მიღებული ტრავმების გამო გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ერთ-ერთი ვერსიით, კონფლიქტი მედიკოსსა და პაციენტს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც კლინიკაში მყოფმა პაციენტმა ექიმს ნარკოტიკული საშუალება მოსთხოვა, უარის შემდეგ კი მას სცემა.
პაციენტის დედა ამბობს, რომ მის შვილს კლინიკის ექიმებმა სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს, რამაც თავის ტკივილითა და ვირუსით შეწუხებული ახალგაზრდა მამაკაცი მდგომარეობიდან გამოიყვანა. 
„ვინმე ნინო პოპიაშვილმა, რომელიც მუშაობას მიხაელოვის საავადმყოფოში დაწერა პოსტი, რომ ვიღაც ნარკომანმა მოითხოვა ნარკოტიკი, ექიმმა არ მისცა და ცემა ექიმი-აი ეს დააბრალა. სინამდვილეში იყო ის, რომ ცუდად იყო ჩემი შვილი, ახლაც საავადმყოფოში ვართ. ფილტვების ანთება აქვს და ვირუსული ინფექცია აქვს. ექიმი ძალიან ცუდად დაელაპარაკა. თავის ტკივილით ჭკუიდან გადასულ ადამიანს ისე როგორ უნდა დაელაპარაკო ექიმი, რომ დაწოლილმა ხელი დაგარტყას, რა უფლებით აბრალებს ვიღაცა, რომ ის იყო ნარკომანი და ამის გამო ექიმი სცემა, რა უფლებით?“-ამბობს პაციენტის დედა თამარ ნიშნიანიძე.
ინციდენტის ერთ-ერთი თვითმხილველი მომღერალი თიკა ჯამბურიაა, რომელიც ამბობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მწვავე ჰაიმორიტი ჰქონდა და რამდენიმე საათის განმავლობაში საავადმყოფოში ისე იწვა, რომ მისთვის წამალი არ მიუციათ.
„ეს ბიჭი იწვა ღორის გრიპით, როგორც ვიცი გამოუშვეს მკურნალობის გარეშე. იქ რაც მოხდა, ის ბიჭი არ იყო დამნაშავე რაც მე დავინახე. რომელ ნარკოტიკულ ნივთიერებას გამაყუჩებელს ითხოვდა, იმიტომ რომ ჰქონდა ჰაიმორიტი, მწვავე თავის ტკივილი და ათი საათიდან ორ საათამდე ისე იწვა რომ წამალი არ მიუციათ,“-ამბობს თიკა ჯამბურია. 

მოგეწონა?
გაუზიარე მეგობრებს!

კომენტარის დატოვება!