ექიმმა ნარკოზში მყოფი პაციენტი გააუპატიურა

ექიმმა ნარკოზში მყოფი პაციენტი გააუპატიურარუსეთში, სამარის კლინიკაში პლასტიკურმა ქირურგმა იური ჩერნიკოვმა ახალგაზრდა ქალს ოპერაცია გაუკეთა, ოპერაციის შემდეგ კი ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ ყოფი გააუპატიურა.

ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ქალმა სასამართლოს მიმართა. მისი თქმით, მან კლინიკას მკერდიის კორექციისთვის მიმართა. მისი თქმით, როდესაც როდესაც ოპერაციის შემდეგ გონს მოვიდა, თავს უცნაურად გრძობდა, რაც ნარკოზს დააბრალა. მოგვიანებით გოგონამ გინეკოლოგს მიმართა და აღმოჩნდა, რომ მასზე იძალადეს.

„ექიმს ვუთხარი, რომ თავს უცნაურად ვგრძნობდი, მან კი დამამშვიდა და მითხრა, რომ ეს ნარკოზის გამო იყო და მალე უკეთ გავხდებოდი" - განაცხადა გოგონამ სასამართლოზე.

მას შემდეგ რაც გოგონამ სამართალდამცავებს მიმართა და სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, ექიმმა მას ფული, მოგზაურობა და ქალაქის საუკეთესო კლინიკების მომსახურება შესთავაზა, თუმცა გოგონამ სარჩელის გამოტანაზე უარი განაცხადა.

წყარო: itar.ge 

მოგეწონა?
გაუზიარე მეგობრებს!

კომენტარის დატოვება!