6.01.2019 ავტორი: roma 5 554

სასწრაფოდ! ამას არავინ ელოდა, სკანდალური ინფორმაცია, რომელიც ამ წუთებში გახდა ცნობილი


ექსპერტიზის შედეგად, მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერებში მათი ხმების ნამდვილობა დადასტურდა, – ამის შესახებ პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება 2018 წლის 2 ნოემბერს, საქართველოს სსკ-ს 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.
ექსპერტიზის შედეგად მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერებში მათი ხმების ნამდვილობა დადასტურდა“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, ამჟამად გამოძიება ჩანაწერის გამავრცელებელი პირების იდენტიციფირებაზე მუშაობს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას სავარაუდო საუბრის აუდიო და ვიდეოჩანაწერები ერთ-ერთ უკრაინულ ვებგვერდზე გავრცელდა.

ახალი