12.11.2018 ავტორი: tato 7 573

ვანგას შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველებები 2019 წლისთვის

ბევრმა ექსტრასენსმა და ასტროლოგმა გააკეთა პროგნოზი მომავალი 2019 წლისთვის, თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც ცნობილი ვანგას წინასწარმეტყველებაა. 

მაშ ასე, ვანგას წინასწარმეტყველების თანხამად, 2019 წელს მსოფლიოს გლობალური ტრანსფორმაციები ელის. მსოფლიოსთვის ისევ დიდ საშიშროებას წარმოადგენს მუსლიმური სამყარო, კერძოდ ტერორისტები, რომლებიც გაჩერებას, როგორც ჩანს, არც 2019 წელს აპირებენ. 

სერიოზული პოლიტიკური ცვლილებების გადატანა მარტივი არ იქნება. არც ბუნება დაინდობს კაცობრიობას და გადაღლილი დედამიწა კაცობრიობას თავის ძალას უჩვენებს, გახშირდება მიწისძვრები და ვულკანების ამოფრქვევები, ქარიშხალი და ცუნამი. 

მეცნიერები საგანგებო რეჟიმში დაიწყებენ ახალ ტექნოლოგიებზე მუშაობას, რომელიც კაცობრიობას სიტუაციის
სტაბილიზაციაში დაეხმარება. 

ყველაზე დადებითი, რაც 2019 წელს მოხდება, ვანგას წინასწარმეტყველების თანახმად იქნება ის, რომ ადამიანები დაამარცხებენ სიბერეს. ეს იქნება რევოლუცია მედიცინაში. ადამიანები არა მარტო გაიხანგრძლივებენ ცხოვრებას, არამედ შეაჩერებენ დაბერების პროცესს. სავარაუდოდ, სწორედ ამ წელს გამოიგონებენ მეცნიერები უნიკალურ საშუალებას, რომელიც დაბერების პროცესს შეაჩერებს. 

რამდენად სარწმუნოა ვანგას სიტყვები, ეს საკამათო თემაა და ამასთან დაკავშირებით ყველა ადამიანს საკუთარი მოსაზრება გააჩნია, თუმცა ფაქტია, რომ მსოფლიო პროგრესი ერთ ადგილზე არ დგას. აი, მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ინტერნეტი აბსოლუტურად ფანტასტიკის სფერო იყო, დღეს კის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იგივე ითქმის ანტიბიოტიკებზე და სხვა სამედიცინო საშუალებებზე, რომლითაც უამრავი დაავადების მკურნალობაა შესაძლებელი. ასე რომ, მოსალოდნელია ვანგას სიტყვები სულ მალე ჩვეულებრივ რეალობად იქცეს.

პოპულარული
240x400
ახალი