5.01.2019 ავტორი: admin 950

„ბიძინა ყვიროდა, რომ დიდი ფული დაკარგა...“ - საქართველოში უკვე გაშენებული კანაფის თუ კენაფის პლანტაციები კანონის მიღებამდე (ვიდეო)

ივანიშვილმა დეპუტატები დატუქსა - "ასეთი გაბრაზებული ივანიშვილი არავის უნახავს" - გვიყვება სანდო წყარო, რომელიც როსტომ მეფის სასახლეში გამართულ ხმაურიან სხდომას ესწრებოდა.ბიძინა ივანიშვილმა უკმაყოფილება "ქართული ოცნების" ოფისში 2 დღის წინ გამართულ შეხვედრაზე გამოხატა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პარტიის თავმჯდომარე უყვიროდა დეპუტატებს, რომ მათ „კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მიღება ვერ შეძლეს და საპატრიარქოსთან "ვერ დაალაგეს".
"ბიძინა ყვიროდა, რომ დიდი ფული დაკარგა"- აცხადებს წყარო, რომლის მონაყოლის თანახმად, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მთავარი განსახილველი თემა სწორედ კანაფის კულტივაციის საკითხი იყო და არა "მმართველ პარტიაში შექმნილი უმწვავესი კრიზისი".
ივანიშვილმა პარტიის მთავარ საბჭოს უსაყვედურა, რატომ არ იყო სათანადოდ ახსნილი, თუ რა სარგებელი მოაქვს მარიხუანას საზოგადოებისთვის.
ვინ მიიღებდა სარგებელს კანაფის კულტივაცია/ექსპორტით - საზოგადოება თუ ივანიშვილი, ეს ცალკე საკითხია, თუმცა სარგებლამდე ივანიშვილი ღიად ვერ მივიდა, მას პირველი ყველაზე მძლავრი და საზოგადოებაში ყველაზე მაღალი გავლენის მქონე ინსტიტუტი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დაუპირისპიდა.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ღიად საუბრობდა ნარკოტიკების ბიზნესში ივანიშვილის ინტერესებზე.
ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ინიციატივით გამოვიდა კანაფისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების წარმოება-კულტივაცია-ექსპორტის აკრძალვას კონსტიტუციის დონეზე ითხოვს.
ივანიშვილი, რომ მარუიხუანას კულტივაციით ძალიან არის დაინტერესებული ამას თავად ექსპრემიერი არ მალავს, თუმცა როგორც ჩანს ოლიგარქმა მოქმედებაც დაიწყო.
აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ კანონის უკანგაწვევამდე, საქართველოში უკვე მზადდებოდა ნიადაგი კანაფისა თუ მისი მსგავსი კულტურების პლანტაციების მოშენებისთვის.



„ნიუპოსტის“ კახეთში გადაღებული ვიდეო "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრმა" მიაწოდა, საიდანაც ირკვევა, რომ კონკრეტული პირების მიერ დაახლოებით 3-4 ჰექტარზე უკვე გაშენებულია პლანტაციები.
როგორც ირკვევა, პლანტაციები იქამდე გააშენეს, ვიდრე პარლამენტი კანაფის კულტივაცია/ექსპორტის კანონპროექტს უკან გაიწვევდა.
ფერმაში დასაქმებულები ირწმუნებიან, რომ ისინი არა კანაფს, არამედ კენაფის კულტივაციას აწარმოებენ, რაც მათი მტკიცებით კანონსაწინააღმდეგო არ არის.
თუმცა "ნიუპოსტს" პირად საუბრებში უყვებიან, რომ კენაფისგან ჯვალო, ბაწართან ერთად ე.წ. ნარკოტიკულ საშუალებას - "მანაგუას" ხარშავენ.
"ამბობენ, რომ კენაფი მოჰყავთ, თუმცა არავის შეუმოწმებია, ძირში რა ჩარგეს კენაფი თუ მარიხუანა - ბოლო რამდენიმე თვეა, აქ საკმაოდ ძვირათღირებული ავტომობილებით მოდიან, დაწესებულებაში შედიან და მალევე ტოვებენ ტერიტორიას... ვეჭვობთ, რომ მაღალჩინოსნები არიან, თუმცა კონკრეტულად რომელი ჩინოვნიკია უცნობია, რადგან შუშა დაბურულია"- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელიც უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს.
ნარკოტიკული საშუალებების შესაძლო კულტივაციაზე საუბრობს სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, ყოფილი სამართალდამცავი ზვიად კუპრავაც. რომელიც ეჭვოპბს, რომ კახეთში გახსნილი საწარმოს უკან სწორედ ბიძინა ივანიშვილი დგას.


„კახეთში, ერთ-ერთ სოფელში, ჩვენ აღმოვაჩინეთ ფართო მასშტაბიანი ტერიტორია, რომელიც შემოფარგლულია ძალიან მაღალი ღობით, ტერიტორიაზე რაიმეს დანახვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ტერიტორია არის დაცული, ჰყავს დაცვა. შიგნით დგას დიდი შენობა, რომელიც საწყობად გამოიყენება.
ჩემი ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხდებოდა კანაფის ერთ-ერთი ჯიშის კულტივაცია და მოყვანა. ტერიტორია არის რამდენიმე ჰექტარის, არის ძალიან დიდი ზომის და სავარაუდოდო ამ ჯიშის კანაფის კულტივაცია ხდება დაახლოებით 3-4 ჰექტარ ტერიტორიაზე, ეს არის ჩემი ინფორმაცია.
უახლოეს დღეებში ამ ინფორმაციის გასაჯაროვების მიზნით, ვაპირებთ, ბრიფინგი ჩავატაროთ კონკრეტული ადგლიდან. ძალიან საეჭვოდ უკავშირდება ეს ყველაფერი ზაფხულში მომხდარ საპარლამენტო პროცედურებს, როდესაც პარლამენტში შევიდა კანონპროექტი მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით, რომელიც შემდეგ საზოგადოების ძალისხმევით იქნა უკან გამოქვეული.
მაგრამ, ამავდროულად, გუშინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უსაყვედურა იმ დეპუტატებს, რომელთა ინიციატივითაც მოხდა მისი უკან გაწვევა.
ჩემი ინფორმაციით, ის არ არის საქართველოში ერთადერთი პლანტაცია, უბრალოდ ამ დროისათვის, რაც დაზუსტებით გავქვს დადგენილი, მისი ადგილმდებარეობაა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ტერიტორია და კანაფის იქ მოყვანა უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს. იქ იყვნენ ადამიანები, დასაქმებული პირები, არც ისინი უარყოფდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე კანაფის კულტივაციის საკითხს, თუმცა ამბობენ, რომ ეს არ არის ნარკოტიკული კანაფი და სამედიცინო მოხმარებისთვის არის განკუთვნილი. თუმცა, ჩვენ ვერანაირი გარანტია ვერ გვექნება, რომ სამედიცინო მიზნებისთვის მოყვანილი კანაფი არ მოხვდება მოსახლეობის ხელში, არ მოხდება მისი რეალიზაცია როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ყველა შემთხვევაში, საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და საჭიროებს მნიშვნელოვან შესწავლას“ - აცხადებს უფლებადამცველი ზვიად კუპრავა.
„ნიუპოსტი“ აქვე გთავაზობთ დრონით გადაღებულ ფოტოკადრებს.

ახალი