12.11.2018 ავტორი: kaxa 335

თუ თქვენ ამ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებთ, შანსი გაქვთ გახდეთ მოხუცი მილიონერის ცოლი მაგრამ ამის შანსი თითქმის არავის არ აქვს იხილეთ პირობები


ბარონმა და მეფე ჩარლზ II-ს შთამომავალმა, 72 წლის მილიონერმა, ბენჟამინ სლეიდმა, გადაცემა Good Morning Britain ITV -ის პირდაპირ ეთერში ჩამოთვალა ის პირობები, რომელსაც მისი მომავალი ცოლი უნდა აკმაყოფილებდეს.
მაშ ასე: ასაკი უნდა იყოს 30-იდან 40 წლამდე, რომელსაც შეეძლება ბავშვის გაჩენა, არანაკლებ ორი ბიჭის; 167 სანტიმეტრზე მაღალი არ უნდა იყოს; უნდა შეეძლოს ავტომობილის და ვერტმფრენის მართვა; კარგად ფლობდეს ცეცხლსასროლ იარაღს და ჰქონდეს მისი ტარების უფლება; საკუთარი საოჯახო გერბი უნდა გააჩნდეს და არისტოკრატიული მანერებით გამოირჩეოდეს.
ამასთანავე, მილიონერმა გამორიცხა იმ ქვეყნების კანდიდატები, რომელთა სახელწოდება ასო "ი"-დან იწყება(გამონაკლისია მხოლოდ იტალია და ჩრდილოეთ ინდოეთი, მისი აზრით იქ ლამაზი ქალები ცხოვრობენ), მიუღებელია შოტლანდიელი ქალები და ლესბოსელები. მილიონერი მომავალ ცოლს წლიურად 65 000$ გადაუხდის ჯიბის ფულს.
განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი წელი გავიდა, თუმცა ბენჟამინი კვლავ უცოლოა.
ამჯერად მილიონერი გამოცხადდა დილის პროგრამაში Good Morning Britain ITV თხოვნით, დაეხმარონ მას, იპოვოს შესაფერისი საცოლე, მან ოდნავ შეარბილა მოთხოვნები და ამბობს, რომ თანახმაა რომატიკულ ურთიერობაზეც და მხოლოდ "განაყოფიერებისთვის" არ ეძებს ქალს, ის მზადაა, მომავალ მეგზურს მისცეს უფლება, მისი საკრედიტო ბარათით ისარგებლოს და იმდენი იყიდოს, სანამ არ დაიქანცება.
image
2017 წელს ბენჟამინ სლეიდი ოფიციალურად გაშორდა კანონიერ ცოლს, ბრიჯიტ კონვის, რადგან მისი 50 წლის ექს-ცოლი უკვე ვეღარ შეძლებდა მისთვის შვილების გაჩენას.
ბენჟამინ სლეიდი ცხოვრობს XIII საუკუნეში აგებულ ძველებურ სასახლე Maunsel House-ში, იგი აგრეთვე Woodlands-ის სასახლის მფლობელია, რომელიც სომერსეტის საგრაფოში მდებარეობს.
image

პოპულარული
240x400
ახალი