4.01.2019 ავტორი: kaxa 5 061

უახლესი კადრები ბათუმიდან, სადაც ძლიერ სტიქიას ებრძვიან


ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს ტრავმები თავისა და კიდურების არეში აქვთ მიყენებული. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, „თი-ბი-სი ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სამაშველო ბრიგადები.

ძლიერმა ქარმა ბათუმში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.

ახალი