4.01.2019 ავტორი: kaxa 4 502

წაქცეული ხეები, მოგლეჯილი სახურავები და დამტვრეული მანქანები - დრამატული კადრები ბათუმიდან


ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს ტრავმები თავისა და კიდურების არეში აქვთ მიყენებული. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, „თი-ბი-სი ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სამაშველო ბრიგადები.

ძლიერმა ქარმა ბათუმში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.

ახალი