12.11.2018 ავტორი: kaxa 889

სხეულის ყველაზე ბინძური ნაწილი, რომელიც შხაპის შემდეგაც ბინძური რჩება


ბევრი თქვენგანი არასდროს დაფიქრებულა იმაზე, რომ ჯანმრთელობა და გონივრული უნარები მჭიდროდაა დაკავშირებული პირად ჰიგიენასთან. ალბათ ისიც ძნელი წარმოსადგენია, რომ რაც არ უნდა მოვუაროთ თავს, თუნდაც ორჯერ მივიღოთ დღეში შხაპი, გვრჩება სხეულის ერთი ნაწილი მოსავლელი, სადაც 67-ზე მეტი სახეობის ბაქტერიაა და ჰიგიენურად სუფთად აღარ ვითვლებით. დღევანდელ სტატიაში სწორედ სხეულის ამ ნაწილზე მინდა გესაუბროდ და განგიმარტოდ თუ როგორი მოვლა და ზრუნვაა მასზე საჭირო, ბაქტერიები ხომ მრავალი დაავადების გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.
imageრეგულარულ შხაპს შეუძლია მოგვაცილოს სხეულიდან ასობით ბაქტერია, თუმცა შხაპიდან გამოსვლის შემდეგ გვრჩება სხეულის ერთი ნაწილი, რომელზე განსაკუთრებული მოვლაც გვავიწყდება და ამიტომ ის ისევ ბინძური რჩება.
ვერ წარმოიდგენთ და ეს არის ჭიპი. დიახ ჭიპი, რომელიც იდეალური ადგილია ბაქტერიებისთვის. იმის გამო, რომ ჭიპი ჩვენი სხეულის ზედაპირიდან ჩაზნექილია, მასში გროვდება კანის მკვდარი უჯრედები, ქსოვილის ნაწილები, მტვერი, მარილები, რასაც შხაპის დროს ემატება საპონი და ის კიდევ ხელს უწყობს ამ ბაქტერიებს ზრდასა და განვითარებაში. ამიტომ აუცილებელია მასზე განსაკუთრებული მოვლა სხვადასხვა დაავადებების თავიდან აცილების მიზნით.
ჭიპის გასუფთავების სწორი მეთოდი:
შხაპის მიღების წინ ბამბა დაასველეთ სპირტში (სამედიცინო ან ოჯახის) და გამოისუფთავეთ ჭიპი. გააკეთეთ ბამბის ახალი ტამპონი, რომელზეც დაატანთ საშხაპე გელს და უკვე აბაზანაში ყოფნის დროს გამოისუფთავეთ ჭიპი. შხაპის მიღების შემდეგ კარგად გამოირეცხეთ ჭიპი თბილი წყლით და შეიმშრალეთ რბილი ქსოვილის პირსახოცით (უმჯობესია პირსახოცი იყოს ბამბის ქსოვილის).
ნუ დაზარდებით ამ მეტად მარტივ მეთოდს სწორად მოუაროთ ჭიპს და აიცილოდ თავიდან მოსალოდნელი დაავადებები.

პოპულარული
240x400
ახალი