ბიძინა ივანიშვილი კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევის გამო გუნდზე გაბრაზებულია

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კა­ნა­ფის კულ­ტი­ვა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის პარ­ლა­მენ­ტი­დან გაწ­ვე­ვის გამო გუნ­დზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლია, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც სა­კუ­თა­რი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა პარ­ტი­ის ოფის­ში გუ­შინ გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზეც გა­მო­ხა­ტა.
რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ გახ­და ცნო­ბი­ლი, ერთ-ერთი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ფრაქ­ცი­ის გუ­შინ­დელ სხდო­მა­ზე წა­მოჭ­რა, სწო­რედ „კა­ნა­ფის კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ“ სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი იყო. სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ივა­ნიშ­ვილ­მა დე­პუ­ტა­ტე­ბის მი­მართ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და მძაფ­რი რე­აქ­ცია გა­მო­ხა­ტა იმის გამო, რომ პარ­ლა­მენ­ტმა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის მი­ღე­ბა ვერ შეძ­ლო და მისი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­დან გაწ­ვე­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა შე­იქ­მნა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ინ­ფორ­მი­რე­ბულ­მა წყა­რომ გა­ნუ­ცხა­და, ივა­ნიშ­ვილ­მა ხაზი გა­უს­ვა, რომ სა­კი­თხზე 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და და ინი­ცი­ა­ტი­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე სწო­რად მი­სა­ტა­ნად მმარ­თველ გუნდს უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა გა­მო­ე­ჩი­ნა. ამას­თან, წყა­როს ცნო­ბით, ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გაწ­ვე­ვის შე­დე­გად ქვე­ყა­ნამ „დიდი ფული“ და­კარ­გა.
რამ­დე­ნად ნიშ­ნავს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ კა­ნა­ფის კულ­ტი­ვა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხის მმარ­თველ გუნდთან შეხ­ვედ­რა­ზე წა­მოჭ­რა იმას, რომ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რემ შე­საძ­ლოა, დღის წეს­რიგ­ში კა­ნონპ­რო­ექ­ტის ხე­ლა­ხა­ლი ინი­ცი­რე­ბის სა­კი­თხი და­ა­ყე­ნოს, „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ ამ თე­მა­ზე პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე აკა­კი ზო­ი­ძეს ესა­უბ­რა, რომ­ლის კო­მი­ტე­ტიც “კა­ნა­ფის კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ“ სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კეტ­ზე წამ­ყვა­ნი კო­მი­ტე­ტი იყო.

“იყო შიდა სა­უბ­რე­ბი, რაც არა მგო­ნია სა­ჯა­რო იყოს. თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აინ­ტე­რე­სებს, ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის უკან შე­მო­ტა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ვი­თა­რი გეგ­მა არ არის - ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღარ არის, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სა­მე­დი­ცი­ნო მიზ­ნით კა­ნა­ფის წარ­მო­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ყო­ველ დღე ახა­ლი ქვე­ყა­ნა იღებს. ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც მა­შინ იყო, აღარ იქ­ნე­ბა! სა­უ­ბა­რი იყო იმის შე­სა­ხებ, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან გზავ­ნი­ლი არას­წო­რად მიგ­ვაქვს. კა­ნაფ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი სწო­რედ ამის მა­გა­ლი­თად და­სა­ხელ­და, რად­გან ხალ­ხმა იფიქ­რა, თით­ქოს ნარ­კო­ტი­კე­ბის წარ­მო­ე­ბას ვა­პი­რებ­დით. ეს იყო სა­ბა­ბი, რა­ტო­მაც წა­მო­ი­წია ეს თემა. თა­ვის დრო­ზე, როცა პარ­ლა­მენ­ტში კა­ნონპ­რო­ექ­ტი შე­მო­ვი­და, იყო და­სა­ბუ­თე­ბა, თუ რა სარ­გებ­ლის მო­ტა­ნა შე­ეძ­ლო. დღეს ამ სარ­გე­ბელს ვე­ღარ მო­ი­ტანს - გუ­შინ­დელ შეხ­ვედ­რა­ზე ამ ფაქ­ტის კონ­სტა­ტა­ცია იყო“, - გა­ნუ­ცხა­და “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ აკა­კი ზო­ი­ძემ.
სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი, რო­მე­ლიც სა­ექ­სპორ­ტო მიზ­ნე­ბის­თვის ქვე­ყა­ნა­ში კა­ნა­ფის კულ­ტი­ვა­ცი­ის და­წყე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, მთავ­რო­ბამ პარ­ლა­მენ­ტი­დან ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს გა­იწ­ვია. პრო­ექ­ტის გაწ­ვე­ვას წინ უძღო­და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძი­სა და შს მი­ნის­ტრის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოსს პატ­რი­არ­ქთან ილია მე­ო­რეს­თან შეხ­ვედ­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ “კა­ნა­ფის კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ“ სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის გაწ­ვე­ვა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ტუ­რის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან მა­ლე­ვე მოხ­და


მოგეწონა?
გაუზიარე მეგობრებს!

კომენტარის დატოვება!