3.01.2019 Author: kaxa 5 450

ნახეთ რა სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი ნინი ქარსელაძის შესახებ





რას წერს მიხეილ სააკაშვილი ნინი ქარსელაძის შესახებ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მის მიერ ოპოზიციურად განწყობილი მომღერლების მიმართ დადებითად განწყობილი არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო და არც ახლა, როცა სამშობლოდან არის გადახვეწილი. 

ის განსაკუთრებული აგრესიით ნინი ქარსელაძის მიმართ გამოირჩევა, რომელიც სააკაშვილის ოპოზიციაში ჯერ კიდევ მაშინ ჩადგა, როდესაც ის ქვეყნის პირველი პირი იყო. 

სააკაშვილმა საახალწლო დღეებში, ფეისბუქის პირად გვერდზე "ნიუ იორკ ტაიმსის" სტატია გააზიარა, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მეცო-სოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილს ეძღვნება. 

სტატიის ავტორი და მუსიკალური კრიტიკოსი ზაქარი ვულფი ქართველი მეცო-სოპრანოს მისამართით სიმპათიის გამოსახატად ცნობილი 

დირიჟორის რიკარდო მუტის სიტყვებს იშველიებს და განმარტავს, რომ ანიტა რაჭველიშვილი მთელს პლანეტაზე ვერდის ამნერისის საუკეთესო შემსრულებელია.

მიხეილ სააკაშვილმა სტატიის გაზიარებისას, ბიძინა ივანიშვილი, ნინი ქარსელაძე და დათო ოქიტაშვილი ვერ დაივიწყდა და შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა. 

"ხმა, რომელმაც ქარიშხალი გამოიწვია ოპერის სამყაროში"ასეთი სტატია new york times-ში , რომელშიც მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებს და კრიტიკოსებს ცაში აყავთ ანიტა რაჭველიშვილის ტალანტი, ძალიან უჩვეულო და საამაყო მოვლენაა.

ანიტა ახლა მსოფლიოს საუკეთესო მეცო სოპრანოა და ძალიან მიხარია, რომ მისი გულშემატკივარი ვიყავი თავიდანვე.

ასევე დიდი მადლობა მას სწორი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის და აქტიურად ქართველი ხალხის მხარეს დგომისთვის, ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლაში!

იმიტომ, რომ არ შეიძლება მხარემ, რომელზეცაა ანიტა რაჭველიშვილი, საბოლოო ჯამში არ დაამარცხოს ქარსელაძის და ოქიტაშვილის მხარე, რა ფულიც არ უნდა უმაგრებდეს იმათ ზურგს" - წერს სააკაშვილი.



New