თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაიცვალა


თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა. უბედური შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა.
გარდაცვლილები ბესო ბარათელი და ია გვიშიანი არიან, რომლებიც ერთი თვის წინ დაქორწინდნენ.
სოციალურ ქსელში წყვილის გარდაცვალების შესახებ მისი მეგობრები წერენ (ფოტო-სქრინები)
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლის, მესამე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
სრული ვერსიის ნახვა droni.ge

მოგეწონა?
გაუზიარე მეგობრებს!

კომენტარის დატოვება!