12.11.2018 ავტორი: kaxa 3 424

ვისი კაბა ეცვა ქორწილში და ჯვრისწერაზე ბერა ივანიშვილის მეუღლეს - „კაბა 2016 წლის კოლექციიდანაა...“ - exclusive - video


ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ქორწილმა ყველა თემა გადაფარა. სოციალურ ქსელში ბევრს საუბრობენ სვეტიცხოვლის „დახურვაზე“, 100 კაციან ქორწილზე და სტუმრებზე, რომლებსაც ხვდათ პატივი ამ ქორწილში მოხვედრილიყვნენ. მათ შორის იყო ჯემალ ჭკუასელი, რომელიც ერთ-ერთ გამოცემასთან მიცემულ ინრეტვიუში ნანუკას ულამაზეს ცისფერ კაბაზე საუბრობდა. 
ქორწილი ანსამბლი „ერისიონის“ ცეკვით გაიხსნა. დღის მთავარ გმირს, ნანუკა გუდავაძეს სვეტიცხოველში თეთრი კაბა ეცვა, უკვე დარბაზში კი ულამაზესი ცისფერი კაბით გამოეცხადა სტუმრებს.
როგორც შევიტყვეთ, ეს ლუქი 2016 წლის კოლექციიდანაა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მოდის ბლოგერმა, გივი რაზმაძემ უამბო.
- რალფ ენდ რუსო ევროპული ბრენდია, რომელიც თამარა რალფმა და მიშელ რუსომ დაარსეს. მათ აქვთ უმაღლესი დონის მოდის სახლი, რომელიც ოტ კუწიურად ითვლება. ისინი აწარმოებენ სამოსსა და სამკაულებს მაღალი მოდისთვის. დაარსდა  2010 წელს და 2015 წელს პირველი ბუტიკი გახსნეს, თუ ვინმე გადაწყვეტს შეიძინოს კაბა, მათი ახალი კოლექციიდან, მინიმუმ ასი ათასი დოლარი უნდა მოიმარჯვოს ხელთ.
- ეს ცისფერი კაბა რომელი წლის კოლექციიდანაა?
- 2016 წლის კოლექციაზე გამოიტანა დიზაინერმა. 
- რაც შეეხება ჯვრისწერის თეთრ კაბას?
- ჯვრისწერაზე ქართული ტრადიციული საამოსი, რომელიც გახლადთ „სამოსელი პირველის“ კოლექცია, საუკეთესო გადაწყვეტილება იყო მათი მხრიდან.

პოპულარული
240x400
ახალი