ამას არავინ ელოდა ყველაზე სამარცხვინო და სკანდალური ეთერი სადაც წინასწარ გარკვეული იყო თუ ვინ გაიმარჯვა ცეკვავენ ვარსკვლავებში (იხ. ვიდეო)

სკანდალურად დაწყებული "ცეკვავენ ვარსკვლავები" სკანდალურადვე დასრულდა. გუშინ ფინალური ტურის დასრულების შემდეგ, როდესაც ხმის მიცემა ჯერ არ იყო დამთავრებული, კომპანიების დაწესებული პრიზების წარდგენისას, დიდი გაუგებრობა მოხდა. "ავერსის" წარმომადგენელს, რომელიც საკუთარი პრიზის გადაცემას მეორე ადგილის მფლობელისთვის აპირებდა, წინასწარ წამოსცდა ფინალში დამარცხებულის ვინაობა. მას სახელის წარმოთქმა დაწყებული ჰქონდა, როდესაც წამყვანებმა საუბარი სასწრაფოდ შეაწყვეტინეს, თუმცა მთელი საქართველო მიხვდა, რომ მეორე ადგილზე აღმოჩნდა ირინკა კავსაძისა და ოთო ფოლადაშვილის წყვილი და ეს მაშინ, როდესაც ხმის მიცემა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა, ხალხის კომენტარები გამოქყვეყნდა უშუალოდ "ცეკვავენ ვარსკვლავების" "ფეისბუქ გვერდზე".

მოგეწონა?
გაუზიარე მეგობრებს!

კომენტარის დატოვება!