31.12.2018 ავტორი: admin 447

1-ლი იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ელ იანვარს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
შესანიშნავი დღეა აქტიურობისა და ფანტაზიის გამოვლენისთვის. მოაწყვეთ პატარა ოჯახური წვეულება, რომელიც ძალიან დიდხანს გემახსოვრებათ.
კურო
შესაძლოა, თქვენი მდიდარი წარმოსახვის უნარისა და ბობოქარი ენერგიის წყალობით გრძელვადიანი გეგმების შედგენა დაიწყოთ. ილუზიებს ნუ მიეცემით და ვნებები დაიცხრეთ. ეცადეთ, საკუთარი იდეები ლოგიკურად და ფხიზელი გონებით შეაფასოთ.
ტყუპები
მოსალოდნელია სირთულეები პროფესიულ საქმიანობაში. შესაძლოა, თქვენი ნებისმიერი მოქმედება თქვენს საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს, ამიტომ ეცადეთ, რადიკალური ზომები არ მიიღოთ, თორემ კოლეგებთან ურთიერთობას გაიფუჭებთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარი და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას. სრულფასოვანი დასვენება, მეგობრებთან საუბარი და გამოძინება დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
შესაძლოა, თავში უამრავი ფანტაზია გიტრიალებთ, მაგრამ ეცადეთ, ილუზიებს არ აჰყვეთ. გირჩევთ, საკუთარი იდეები ლოგიკურად და ფხიზელი გონებით შეაფასოთ. სავარაუდოდ, ძლიერი ცდუნება გელით.
ლომი
ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, თოვლიან ტყეში სეირნობისთვის, თანამოაზრეებთან ერთად აქტიური დასვენებისთვის. გამორიცხული არაა, საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, რომელიც დიდი ხნით გაგიტაცებთ. ეს დღე კარგია სახლის მოწესრიგების, რემონტისა და კეთილმოწყობისთვის.
ქალწული
კრიტიკული დღეა. ეცადეთ, არ გაღიზიანდეთ და თავი ხელში აიყვანოთ, რადგან ახლობელ ადამიანებს თქვენი თანადგომა სჭირდებათ. ამჟამად თქვენი ჯანმრთელობა ცოტაოდენ შერყეულია, ამიტომ გირჩევთ აუზზე წახვიდეთ - წყალი გაგამხნევებთ და დაგამშვიდებთ. ამჟამად ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.
სასწორი
ცდუნების დღეა. პატარ-პატარა ოჯახური უსიამოვნებები გელით. მოთმინებით აღიჭურვეთ და გონებაზე მეტად საკუთარ გულს უსმინეთ. შესაძლოა, ეს დღე ხორციელი ცდუნების დღედ იქცეს.
მორიელი
მოსალოდნელია პრობლემები პირად ცხოვრებაში: თავისუფლებისკენ სწრაფვამ შესაძლოა, ახლობლებისა და ნათესავების მიმართ არსებული მოვალეობის გრძნობას სძლიოს, რაც უკმაყოფილებასა და კონფლიქტებს გამოიწვევს. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი ნელ-ნელა ქვეითდება. გამორიცხული არაა, რომ თქვენმა ქმედებებმა თქვენვე დაგაზარალოთ. ეცადეთ, ამ დღეს რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, თორემ პარტნიორთან ურთიერთობას საბოლოოდ გაიფუჭებთ.
მშვილდოსანი
შემოქმედებითი პროფესიის მშვილდოსნებისთვის წარმატებული დღეა.
სავარაუდოდ, პოზიციების გამტკიცებასა და დაგროვილ პრობლემებთან გამკლავებას შეძლებთ. თქვენი ან თქვენი ახლობლის მიმართ გამოჩენილი უსამართლობა თქვენს მძაფრ პროტესტს გამოიწვევს. სავარაუდოდ, უსამართლობის ჩამდენი ინანებს, თუმცა თქვენი ნაჩქარევი და დაუფიქრებელი ქმედებები პრობლემას ვერ გადაჭრის. სიტუაციის გამოსწორებას მხოლოდ საკუთარი პირდაპირობისა და პატიოსნების წყალობით შეძლებთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლე გელით. გირჩევთ, მომავალს ოპტიმისტურად უყუროთ.
თხის რქა
კრიტიკული დღეა, რადგან ვენერა უკუსვლას იწყებს. პირქუში სატურნის გავლენა საყვარელ ადამიანთან კამათსა და სკანდალს გამოიწვევს. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, დასრულდება თუ არა ეს ურთიერთობა. ეცადეთ, ნაკლებად გაღიზიანდეთ და თავი ხელში აიყვანოთ, რადგან სიტუაცია თქვენგან მაქსიმალურ გამძლეობასა და თავშეკავებას მოითხოვს.
მერწყული
ჯანმრთელობისთვის მძიმე და სახიფათო დღეა. მოსალოდნელია ტრავმები, მოწამვლა ან ქრონიკული დაავადების გამწვავება. არასასურველია მძიმე ფიზიკური ან გონებრივი შრომა და გადაღლა. იმ ადამიანების გავლენა, ვისთანაც ამ დღეს მოგიწევთ ურთიერთობა, იმდენად დიდია, რომ შესაძლოა, მათზე დამოკიდებული გახდეთ. ქალი მერწყულები ამ დღეს რომანტიკულ თავგადასავლებს უნდა ერიდონ, რადგან მათ არასასურველი შედეგები მოჰყვებათ.
თევზები
მძიმე და კონფლიქტური დღეა. მოსალოდნელია კონფლიქტი გარშემომყოფებთან, რაც თქვენს სასარგებლოდ არ დასრულდება. ნუ მოიწყენთ, თქვენ გვერდით ერთგული და საიმედო მეგობრები არიან. მათი უანგარო ერთგულება თქვენს მომავალ ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება, თუმცა პრობლემების გადაჭრის სამომავლოდ გადადება მაინც არ ღირს. თუ გონიერებას გამოიჩენთ, მომდევნო დღეებში ნებისმიერ საკამათო საკითხსა და გარიგებების დადების დროს წარმატება გელით.

პოპულარული
240x400
ახალი