30.12.2018 ავტორი: admin 801

3 შვილის დედის თვითმკვლელობის ახალი შემზარავი დეტალები - „თავი შვილების ჩხუბის გამო მოიკლა, რომლებიც...“

„ქუთაისში ახალგაზრდა ქალმა თავი შვილების ჩხუბის გამო მოიკლა“ - აღნიშნულის შესახებ "ნიუპრესს" შემთხვევის ადგილზე განუცხადეს. 

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დღეს ნიკეას ქუჩაზე მომხდარი ფაქტი ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

"36 წლის ქალი მერვე სართულიდან გადმოხტა. ამის მიზეზი შვილების ჩხუბი გახდა. 20 და 13 წლის ბიჭები ჩხუბობდნენ, ამ დროს დედა უმცროს ბიჭთან ერთად ეზოში იმყოფებოდა. ხმაურზე სახლში ავიდა და ფანჯრიდან გადმოხტა"- განუცხადეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა "ნიუპრესს".

როგორც ადგილობრივები აცხადებდნენ, ბიჭები ხშირად ჩხუბობდნენ. 

შემთხვევა დღეს საღამოს საათებში მოხდა. როგორთ თვითმხილველებმა განაცხადეს, ქალი დაცემიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

შიგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 115–ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
წყარო

პოპულარული
240x400
ახალი