ამან ყველა გააოგნა – გიორგი გილიგაშვილის მოულოდნელი აღიარება სალომე ჭაჭუას შესახებ

სალომემ საკუთარ თავთან მუშაობა მასწავლა”
გიორგი გილიგაშვილის (რომელსაც მეტსახელითაც – “ჩემმა მზემ” იცნობენ) საუბრის მანერის, თანამედროვე ქართული ენისგან განსხვავებული ტერმინოლოგიის და სიდარბაისლის ფონზე, ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ თურმე, მეტყველებისას გიორგი სიტყვას – “სვეცკი” აქტიურად იყენებს. ამაში “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მისი მეწყვილე – სალომე ჭაჭუა გამოგვიტყდა… სალომესთან ერთად, გიორგი გილიგაშვილის პროექტში გამოჩენამ თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ მიერ შესრულებული პირველივე ნომერი საოცრად შთამბეჭდავი იყო. პარტნიორები თავს არ ზოგავენ, რომ მაყურებლებს მაქსიმალური შედეგი აჩვენონ…
“თავისუფალ ტურში” წყვილმა ვენური ვალსი შეასრულა…
ფოტოგალერეა
სალომე:
– “თავისუფალი ტური” – ეს არის, თუ როგორ ვხედავთ ჩვენს მეწყვილეს პროფესიონალი მოცეკვავეები. საერთოდ, ქორეოგრაფიის შექმნაში აქტიურად ჩართული ვარ. ამიტომ, ამ ტურის მოთხოვნას არ მივყევი. პირველი ტურიდან მოყოლებული, ჩვენ მიერ შესრულებული ყველა ნომერი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული იყო – დარგით, ხასიათით, შესრულებით და ა.შ. ვენური ვალსიც განსხვავებული ხასიათით წარმოვადგინეთ – უფრო მეტად ცხელი და ვარვარა.
– ანუ გიორგის ხედავ, როგორც ცხელსა და ვარვარას?
– არა, ისედაც ასე ვგეგმავდი, მხოლოდ ამ ტურის გამო არ შემირჩევია. გიორგის მხოლოდ ამ კონტექსტში კი არა, ბევრნაირ ხასიათში ვხედავ. დაახლოებით მისი ხასიათი დავინახე, როდესაც შოუში ჩვენი პირველი ცეკვა – კონტემპორარი შევასრულეთ, რომელშიც გიორგის ღრმა ხასიათი იყო წარმოდგენილი. ახლა უფრო იმ “ხაზს” მივყვებით, რომ მაყურებლებს ყოველ ტურზე სხვადასხვა ცეკვა ვაჩვენოთ. ვენური ვალსიც ასე წარმოვადგინეთ.
– რეპეტიციები როგორ მიდის?
გიორგი:
– საოცრად. როგორც სალომე ამბობს, თითოეული ცეკვა, ხასიათი განსხვავებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სალომე მიამბობს ჯერ ამ ხასიათის, შემდეგ – ცეკვის, მერე – ცეკვის ქრონოლოგიის შესახებ, ბოლოს კი ეს ყველაფერი უნდა გავითავისო, ანუ ჩემი ახალი ხასიათის საკუთარ თავთან შერწყმა სალომეს მხრებზე გადადის ხოლმე. ხასიათის ბოლომდე გასათავისებლად ძალიან ბევრს ვაწვალებ. სალომემ საკუთარ თავთან მუშაობა მასწავლა.
– ვიდრე პროექტში პარტნიორები გახდებოდით, მანამდე ერთმანეთის შესახებ რა იცოდით?
სალომე:
– ვიცოდი, რომ არსებობდა გიორგი გილიგაშვილი – “ჩემმა მზემ” (იღიმის). საერთოდ, წარმოდგენილი მქონდა, რომ ის საოცრად “ღრმა” და კარგი პიროვნება იყო. ნამდვილად ასე აღმოჩნდა. ადამიანის ენერგეტიკაში იშვიათად ვცდები. ამიტომ ეს პიროვნება კიდევ უფრო მეტად დავაფასე. კითხვის გაგრძელება...

მოგეწონა?
გაუზიარე მეგობრებს!

კომენტარის დატოვება!